პარასკევი, 2024-05-03, 3:15 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » მასალის არქივი

სომხეთის ეროვნული ნაკრების და ერევნის "პიუნიკის” ნახევარმცველის, კარლენ მკრტჩიანის აზრით, საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრა, სომხეთის ნაკრებისთვის მომზადების დონის შემოწმების კარგი საშუალება იქნება.
"საქართველოსთან თამაში სომხეთის ნაკრებს ფიზიკური ფორმისა და მზადების დონის შემოწმების საშუალებას მისცემს, რათა მომავალში შეცდომები არ დავუშვათ. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მომავალ თამაშში ჩვენს ნაკრებს ვერ დავეხმარები, მაგრამ მთავარია, კარგ სათამაშო ფორმაში რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის ვიყო” – იუწყება მკრტჩიანის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა armfootball-ი.  
22 წლის ფეხბურთელმა გერმანიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ 9 თებერვალს ქართველებთან მატჩში თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. იგი კვიპროსზე "პიუნიკთან” ერთად იმყოფება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ნანახია: 849 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-08 | კომენტარი (0)


ინგლისური "ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, კენი დალგლიში "ასტონ ვილას” ნახევარმცველ ეშლი იანგის შეძენას აპირებს.
როგორც Daily Mirror-ი იტყობინება, "მერსისაიდელები” მზად არიან, ბირმინგემულ კლუბს იანგის სანცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაუხადონ. ეშლი იანგს "ასტონ ვილასთან” კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში ეწურება.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, იანგმა 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ნანახია: 798 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-08 | კომენტარი (0)


"ჩელსის" მარცხენა მცველი, ეშლი კოული ინგლისის ნაკრების წლის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს. იგი ეროვნული გუნდის იმ უიშვიათეს ფეხბურთელთა რიცხვს მიუკუთვნება, ვის მიმართაც მსოფლიო ჩემპიონატზე პრეტენზია არავის ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელოს მიერ გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები სამხრეთ აფრიკის მუნდიალს მერვედფინალიდან გამოეთიშა (გერმანიასთან 1:4 დამარცხდა).
ბოლო პერიოდში კოულს არაერთი ახალგაზრდა კონკურენტი გამოუჩნდა. ლეიტონ ბეინისი, კირან გიბსი და კაილ უოკერი რეალურად აცხადებენ პრეტენზიას ინგლისის ნაკრებში ადგილის დამკვიდრებაზე, თუმცა, 30 წლის კოულის პოზიცია ჯერჯერობით ურყევია. გასულ წელს ინგლისელთა მიერ გამართული 12 ოფიციალური შეხვედრიდან, "ჩელსის" განაპირა მცველმა მონაწილეობა 9-ში მიიღო და ყველა მათგანი მაღალ დონეზე ჩაატარა.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე გულშემატკივართა შორის მოწყობილი გამო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 903 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-08 | კომენტარი (0)


ინგლისური "მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდი, კარლოს ტევესი მიიჩნევს, რომ "ქალაქელების” საუკეთესო შენაძენი - ესპანელი დავიდ სილვაა.
"სილვა საუკეთესო შენაძენია! ამ ფეხბურთელს შეუძლია, რომ თამაშის ბედი გადაწყვიტოს. დავიდმა ჩვენი კლუბის თამაში გაახალისა და რაც მთვარია, ახალ დონეზე აიყვანა”- ციტირებს ტევესს Goal.com-ი.
25 წლის სილვა "სიტიში” გასულ ზაფხულს გადავიდა. პრემიერლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ნანახია: 982 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-08 | კომენტარი (0)


მადრიდის "რეალის” გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ დღევანდელი "ბარსელონა” ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.  
"რეალს” საუკეთესო "ბარსელონასთან” ბრძოლა უწევს. ჩვენ გვყავს ჟოზე მოურინიო, რომელთან ერთადაც "ბლაუგრანას” აუცილებლად დავამარცხებთ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ კატალონიელებსაც ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ პეპ გვარდიოლას სახით. "ბარსელონას” შესანიშნავი ასპარეზობა სწორედ მისი დამსახურებაა”- ციტირებს ვალდანოს As-ი.
პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, "რეალი” 54 ქულით, მეორე ადგილზეა და "ბარსელონას” 7 ქულით ჩამორჩება.
ნანახია: 874 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-08 | კომენტარი (0)


ჩეხებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად პეტრ ჩეხი დაასახელეს. "ჩელსის" 28 წლის კიპერმა, რომელმაც გასულ სეზონში ლონდონელ "არისტოკრატებთან" ერთად ინგლისის პრემიერლიგა და ლიგის თასი მოიგო, აღნიშნულ ნომინაციაში უკვე მეოთხედ იმარჯვა.
"ანალოგიური პრიზების მიღება არასდროს მომბეზრდება. მიხარია, რომ ჩემი შრომა და წარმატებები სათანადოდ დაფასდა. იმედი მაქვს, აქ მე უკანასკნელად არ ვიმყოფები" - აღნიშნა "ჩელსისა" და ჩეხეთის ნაკრების კიპერმა ინდივიდუალური ჯილდოს მიღებისას.
ბოლოს დავამატებთ, რომ წლის საუკეთესო ჩეხი ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, მონაწილეობა თვითონ მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. პეტრ ჩეხმა პირველობა სოლიდური უპირატესობით მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილებზე შესაბამისად, "არსენალის" ნახევარმცველი, ტომაშ როსიცკი და მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი, ტომაშ უიფალუში გავიდნენ.
ნანახია: 919 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-08 | კომენტარი (0)


როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე "პრიმერა დივიზიონი" საკმაოდ ბევრ გოლს ითვლის და ამას ხელს უწყობენ, ფეხბურთის ორი შედევრნი კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, რომლებიც "ლა ლიგის" საუკეთესო ბომბარდირები არიან. ევროპის შიდა ჩემპიონატებში, ზემოთხსენებულ მოთამაშეებს გამტანიანობით ბადალი არ მოეძებნებათ.

პორტუგალიელმა მეგა–ვარსკვლავმა ესპანეთის ჩემპიონატში 25 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მისი მთავარი კონკურენტი არგენტინელი მესი, მას მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. ამ შედეგით "ბლანკოსის" 7–მა ნომერმა არაერთი რეკორდი მოხსნა, ისევე როგორც ლიონელმა. ევროპის შიდა ჩემპიონატებში 24 გოლი არავის არ აქვს გატანილი და მითუმეტეს 25.

გოლოეადორობით გამოირჩევა ბულგარელი ფორვარდი დიმიტრ ბერბატოვი. მის ანგარიშზე "პრემიერლიგაში" 19 გატანილი ბურთია, თუმცა მას ფეხდაფეხ მოზდევს კარლოს ტევესი 18 შეგდებული ბურთით. "ბუნდესლიგაში" ყველასაგან გამორჩეულია მარიო გო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 978 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-07 | კომენტარი (0)


კვირას, ლონდონის "სტემფორდ ბრიჯზე”, მიმდინარე ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირება შედგა. ფერნანდო ტორესის დედაქალაქში გადაბირებით, "ჩელსიზე” განაწყენებულმა "ლივერპულმა” დასავლეთლონდონში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. კენი დალგლიშის წინამძღოლობით, ენფილდელებმა ბოლო 4 მატჩი მოიგეს და მათი გულშემატკივრები უკვე ჩემპიონთა ლიგი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 742 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-07 | კომენტარი (0)


"ერთა თასის” მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში, ქულათა დარიცხვის ახალი სისტემით ერთბაშად სამმა გუნდმა იხეირა და პრემიალური ქულა ჩაიწერა, მაგრამ შეტევაში კარგი თამაშისთვის მხოლოდ საქართველო დაჯილდოვდა.
"ბორჯღალოსნებმა” უკრაინას 10 ლელო გაუტანეს, 62:3 იმარჯვეს და გამარჯვების ოთხთან ერთად, 4 და მეტი ლელოსთვის განკუთვნილი პრემიალური ქულაც მიიღეს. ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 761 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-07 | კომენტარი (0)

მადრიდის "რეალის” პორტუგალიელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო, მილანის "ინტერთან” მიღწეული წარმატებების გამო, იტალიაში კიდევ ერთხელ დააფასეს. როგორც იცით, ცოტა ხნის წინათ, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ, მოურინიო სერია A-ს 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელმა Panchina d’Oro (ოქროს სკამი) მიიღო. აღნიშნული ჯილდო სერია A-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელებს გადაეცემათ ხოლმე.
წინა ორ შემთხვევაში, საუკეთესოდ, ამჟამად "მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი დაასახელეს, რომელმაც ეს ჯილდო, ორივეჯერ, "კალიარიში” მუშაობის დროს მოიპოვა. სწორედ "კალიარის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა, პიერპაოლო ბიზოლიმ მიიღო Panchina d’Argento (ვერცხლის სკამი). აღნიშნული ჯილდო, სერია B-ს საუკეთესო მწვრთნელებს გადაეცემათ ხოლმე. როგორც იცით, სერია B-დან "ჩეზენა” სწორედ ბიზოლიმ ამოიყვანა.
ნანახია: 868 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-07 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 29 30 »
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz