პარასკევი, 2024-05-03, 8:58 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » მასალის არქივი

რას მოესწრო მახაჩყალა?!...
საქართველოც მოესწრება?



37 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი რობერტო კარლოსი კარიერას რუსეთში, კონკრეტულად კი დაღესტნურ "ანჟიში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ტანმორჩილი ბრაზილიელი ფეხბურთელის პირადმა აგენტმა, ფაბიანო ფარამ დაადასტურა. ჯერ ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა, თუმცა კარლოსის მახაჩყალის "ანჟიში” ტრანსფერი გადაწყეტილი ამბავია და იგი ოფიციალურ სახეს მომავალ ორშაბათს მიიღებსო – აცხადებს ფარა სპორტულ გამოცემა Globesporte-თან: "ჩვენ რამდენიმე პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით, თუმც საბოლოოდ ყველაფერი ორშაბათს გახდება ცნობილი. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მე და რობერტო კარლოსი სამშაბათს ან ოთხშაბათს ევროპაში გავემგზავრებით”.
ფარასვ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 924 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-13 | კომენტარი (0)


ორთვიანი პაუზის შემდეგ, სამშაბათს ჩემპიონთა მერვედფინალური შეხვედრებით განახლდება. ამ ეტაპის ყველაზე საინტერესო "არსენალისა" და "ბარსელონას" წყვილია. მათი პირველი შეხვედრა 16 თებერვალს ლონდონში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 8 მარტს კატალონიაში ჩატარდება. მომავალ დაპირ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 935 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-13 | კომენტარი (0)


გარეთ ბეილთან ერთად, საჩემპიონთალიგო
შეხვედრა შესაძლოა, რაფაელ ვან დერ
ვაარტსა და ლუკა მოდრიჩსაც გაუცდეთ
                                 
               გარეთ ბეილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ტოტენჰემის" უპირობო ლიდერი იყო, ლონდონურ კლუბს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე "მამლების" მეტოქე "მილანი" იქნება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 15 თებერვალს იტალიაში გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 9 მარტს შედგება.
თითქმის ერთი თვეა ბეილი ტრავმირებულ ზურს მკურნალობს. თავიდან მედიკოსები მის მალე გამოჯანმრთელებას ვარაუდობდნენ, მაგრამ შოტლანდიელს ვარჯიშის განახლე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 771 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-13 | კომენტარი (0)


2008 წლის 21 სექტემბერს, ხიხონში, „ელ მოლინიონის" სტადიონზე, ხოსეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილმა „ბარსელონამ" პირველად ითამაშა ის ფეხბურთი, რომელსაც გულშემატკივრები დღემდე აღტაცებაში მოჰყავს. მას შემდეგ  ორნახევარი წელიწადი გავიდა და იგივე სტადიონზე, აქამდე არნახული შედეგის მქონე „ბარსელონა" მიწაზე დააბრუნეს. გუშინდელ შეხვედრამდე, კატალონიელებს ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 760 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-13 | კომენტარი (0)


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროპის სტადიონები კვლავ სანაკრებო მატჩებს დაეთმო. გერმანიის ნაკრებს სულ ათი წუთი დააკლდა იტალიასთან 16-წლიანი მოუგებელი სერიის შესაწყვეტად; თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ამჯერად უკვე სანაკრებო დონეზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს; საფრანგეთმა ბრაზილიელთა დამარცხება ამხანაგურ შეხვედრაშიც მოახერხა და "სელესაოსთან" 19-წლიანი წაუგებელი სერია გააგრძელა; ესპანეთმა კი - "სანტიაგო ბერნაბეუზე", კოლიმბიელთა წინააღმდეგობის გატეხვა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხა.


გერმანია - იტალია 1:1
ეს ნაკრებები უკანასკნელად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ "სკუადრა აძურამ" დამატებითი დროის მიწურულს, მეტოქეს 2 გოლი გაუტანა (ფაბიო გროსომ და ალესანდრო დელ პიერომ) და ფინალში გააღწია, სადაც  პენალტების სერიაში ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 777 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-10 | კომენტარი (0)


სომხეთის ეროვნული გუნდისა და დონეცკის "შახტარის” შემტევი ნახევარმცველი, გენრიხ მხითარიანი თვლის, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ქართველებთან მარცხი (1:2), ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრებთან საშინაო მატჩის წინ, გაკვეთილი იყო.
"პირველი ტაიმი ცოტათი არ გამოგვივიდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში უკეთესად ვმოქმედებდით. მაშინაც კი, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, თამაშის გადარჩენას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ვფიქრობ, რუსეთთან შეხვედრის წინ ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. ჩვენ თამაშზე გარკვეულწილად აისახა რობერტ არზუმანიანის, იურა მოვსისიანისა და კარლენ მკრტჩიანი არყოფნა, მაგრამ მათ გარეშე თამაშსაც უნდა მივეჩვიოთ” – განაცხადა მხითარიანმა ლიმასოლში გამართული თამაშის შემდეგ, სომხურ ინტერნეტ-გამოცემა TotalFootball.am-თან საუბარში.   
ერევნის "პიუნიკის” ფორვარდ ედგარ მანუჩარიანს, რომელიც თავის დროზე ამსტერდამი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 961 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-10 | კომენტარი (0)


ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, იტალიის ნაკრებს თავისი ძირითადი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი დაუბრუნდა. "იუვენტუსის" კიპერმა, რომელსაც ახლახანს შეუსრულდა 33 წელი, გერმანიასთან ამხანაგური შეხვედრა (1:1) მაღალ დონეზე ჩაატარა და რამდენიმე მომენტში "სკუადრა აძურა" გაშვებული გოლისგან იხსნა. მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა მეკარემ აღნიშნა, რომ ფეხბურთის თამაში ძალიან მოენატრა და კარიერის დასრულებაზე ჯერ არც კი ფიქრობს.
"მხოლოდ ახლა ვხვდები, ფეხბურთის თამაში როგორ მომნატრებია. ვერაფერი ვერ შეედრება იმ გრძნობას, რასაც თამაშის მოგების შემდეგ განიცდი. უქმად ყოფნის პერიოდში ამ გრძნობის გარეშე ძალიან მიჭირდა. ერთი პერიოდი იმასაც კი ვფიქრობდი, კიდევ შევძლებდი თუ არა მოედანზე გასვლას. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ტრავმა აღარ მაწუხებს.
იტალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ახალ გუნდს აშენებს. გარდამავა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 789 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-10 | კომენტარი (0)


9 თებერვალს რამდენიმე ხმაურიანი ამხანაგური მატჩია. მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს, შემოდგომაზე განცდილი მწარე წაგებების შემდეგ (არგენტინასთან 1:4 და პორტუგალიასთან 0:4), რეაბილიტაციის მოხდენა მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუზე” შეუძლია. მეტოქეც არ ჰყავს გრანდთაგანი – კოლუმბია.
საფრანგეთი, თუ ბრაზილია? "პენტაკამპეონები” უხერხულ ნაკრებს ხვდებიან. "მამლების” თავკაც ლორან ბლანს კი, თითქმის სრულიად ახალი გუნდი ჰყავს. ბრაზილია-საფრანგეთი ბოლოს 2006 წლის მუნდილაის მეოთხედფინალში შეხვდნენ და "მამლებმა” ტიერი ანრის გოლით 1:0 მოიგეს
მესი, თუ კრიშტიანუ რონალდუ? ამ ორი გიგანტის დაპირისპირება შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება.
გერმანია – იტალია დორტმუნდში იქნება. ვნახოთ, რას დაუპირისპირებს "სკუადრას” თავკაცი ჩეზარე პრანდელი მასპინძლებს. ისე კი, როგორც ბრაზილიას საფრანგეთთან, ისტორიულად, გერმანიასაც უჭირს იტალიასთან თამაში.
  ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 877 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-08 | კომენტარი (0)


9 თებერვალს, კვიპროსზე, ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ორი მეზობელი ქვეყნის – სომხეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები. ორივე გუნდი საბრძოლველად არის განწყობილი. აღნიშნული მატჩით სტარტს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათვის მოსამზადებელი ციკლი აიღებს. 
ნანახია: 1192 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-08 | კომენტარი (0)


გერმანული "ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, სტივ მაკლარენი თანამდებობიდან რომ გაათავისუფლა უკვე იცით. "მგლებს” სეზონის ბოლომდე პიერ ლიტბარსკი უთავკაცებს.
Bild-ის ცნობით, "ვოლფსბურგის” ხელმძღვანელები ზაფხულში გამოცდილი მწვრთნელის დანიშვნას აპირებენ. მთავარ კანდიდატად, "ჰოფნჰაიმის” ყოფილი თავკაცი, 52 წლის რალფ რანგნიკი მიიჩნევა. გერმანული გამოცემა, რანგნიკის გარდა, სავარაუდო კანდიდატებად მარტინ იოლსა და ჰუუბ სტევენსსაც ასახელებს.
ნანახია: 1011 | დაამატა: amirani | თარიღი: 2011-02-08 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 19 20 21 22 23 ... 29 30 »
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz