შსს-სა და "არმიას” ფინალში გასვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეროვნულ თასს ახალი მფლობელი ეყოლებოდა, რადგან ეს გუნდები თასის ფინალში პირველად თამაშობდნენ. ყველასათვის მოულოდნელად, "არმიამ” საკმაოდ იოლად დაამარცხა მეტოქე, რის შედეგადაც, "ბასკოს”, "დინამოს”, სტუ-ს, თსუ-"ნიკორას”, "ენერჯი ინვესტის”, სსაუ-სა და თასის ორგზის მფლობელ "თბილავიამშენის” შემდეგ, მე-8 გუნდი გახდა საქართველოს თასი რომ მოიგო. ფინალის საუკეთესო მოთამაშისა და ბომბარდირისთვის სპეციალური პრიზები იყო დაწესებული. საუკეთესო მოთამაშე გახდა არმიელთა ახალწვეული, უკანახაზელი ბუბა ბერიშვილი, რომელმაც პირველი წრე "ქუთაისი 2010”-ში ჩაატარა. რაც შეეხება ბომბარდირის პრიზს, იგი არმიელთა მეორე ახალწვეულს, ცენტრალურ თავდამსხმელ გიორგი შარაბიძეს გადაეცა. მან ყველაზე მეტი – 17 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, რითაც ერთადერთი მოთამაშე გახდა, ვინც ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულ
... კითხვის გაგრძელება »
–იცით ფეხბურთში საუკეთესო რა არის? ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ითამაშოს ეს სპორტი. ის ეხმარება პატარებს გაიზარდონ ჯანმრთელები და ბედნიერები. ჩემი, როგორც Unicef-ის ელჩის სურვილია, რომ მთელს მსოფლიოში ყველა ბავშვმა ისარგებლოს თავისი უფლებებით. დამეხმარებით ამ სურვილის ბოლომდე მიყვანაში?... კითხვის გაგრძელება »