მადრიდის "რეალის” პორტუგალიელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო, მილანის "ინტერთან” მიღწეული წარმატებების გამო, იტალიაში კიდევ ერთხელ დააფასეს. როგორც იცით, ცოტა ხნის წინათ, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ, მოურინიო სერია A-ს 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელმა Panchina d’Oro (ოქროს სკამი) მიიღო. აღნიშნული ჯილდო სერია A-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელებს გადაეცემათ ხოლმე. წინა ორ შემთხვევაში, საუკეთესოდ, ამჟამად "მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი დაასახელეს, რომელმაც ეს ჯილდო, ორივეჯერ, "კალიარიში” მუშაობის დროს მოიპოვა. სწორედ "კალიარის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა, პიერპაოლო ბიზოლიმ მიიღო Panchina d’Argento (ვერცხლის სკამი). აღნიშნული ჯილდო, სერია B-ს საუკეთესო მწვრთნელებს გადაეცემათ ხოლმე. როგორც იცით, სერია B-დან "ჩეზენა” სწორედ ბიზოლიმ ამოიყვანა.
|