amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 7 » სკუდეტოსთვის ბრძოლა მძაფრდება, ვინანებთ რონალდინიოს გაშვებას?
12:36 PM სკუდეტოსთვის ბრძოლა მძაფრდება, ვინანებთ რონალდინიოს გაშვებას? |
მოგესალმებით მილანელებო. მინდა თქვენთან ერთად გავარკვიო ”მილანის”ამჟამინდელი ჩავარდნა, სატრანსფერო პოლიტიკა. ერთად გავაანალიზოთ მოდით ეს ყველაფერი, ოღონდ თუ შეიძლება ცენზურა დავიცვათ ყველამ მაქსიმალურად.
მეორე წრე არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, დავკარგეთ ქულები ისეთ გუნდებთან, როგორებიც ”უდინეზე” , ”ლეჩე” , ”ლაციო” და ”ჯენოა” არიან(ოთხივე გუნდთან ნიჩია ვითამაშეთ, ანუ 12 ქულიდან სულ 4 ქულა ავიღეთ რაც ნამდვილად ცუდი შედეგია”მილანისნაირი” გუნდისთვის). მოვიგეთ უფერული მატჩებიც ”კალიარისთან” და”ჩეზენასთან”. ბევრი მიზეზად ფეხბურთელების ტრავმებს ასახელებს. მე მინდა ეხლა თქვენი ყურადღება ერთ ფაქტზე გავამახვილო. ზამთრის ტრანსფერების დროს კლუბმა სულ რაღაც 4 მილიონად გაუშვა გუნდიდან რონალდინიო. ”მილანის” უფროსობამ მის სანაცვლოდ კლუბში კასანო გადმოიყვანეს და შეეცადნენ რომ ტიფოზები ამით დაემშვიდებინათ, თუმცა მათ ძალიან ბევრი ნიუანსი ვერ გაითვალისწინეს. თუნდაც ის რომ შეძლებდა თუ არა ღირსეულად კასანო რონალდინიოს შეცვლას ? ასევე უდიდესი ნიუანსი გამორჩათ, ის რომ კასანო ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მიიღებს მონაწილეობას და”მილანს” მხოლოდ 3 თავდამსხმელის იმედი უნდა ჰქონდეს (რობინიო, პატო, იბრა - ინძაგი ტრავმირებულია და კაცმა არ იცის როდის დაბრუნდება. რომც დაბრუნდეს იქნება რო ფორმაში?), რაც არ არის ნამდვილად კარგი, რადგან არ იცი რომელი ფეხბურთელი რა დროს მიიღებს ტრავმას. ბევრი ამბობდა, ღირსია რონალდინიო რომ არ ათამაშებენო და გუნდიდანაც გაუშვესო, არ ვარჯიშობსო და ასე შემდეგ, მაგრამ რონალდინიოს სულ რომ არაფერი ეკეთებინა, მხოლოდ მისი ავტორიტეტი ღირდა ყველაფრად, უბრალოდ რომ მოედანზე ყოფილიყო და ელემენტარული, ჩვეულებრივი პასები ეკეთებინა და მეტი არაფერი, მემგონი ამის გამოც კი უნდა დაეტოვათ იგი”როსონერიში”. ბრაზილიელმა ”მილანში” 2008-2011 წლებში ითამაშა, და ჩატარებულ 76 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ყველაზე აღსანიშნავი კი შარშანდელი სეზონი გახლდათ, როდესაც გაუჩომ 14 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა( ამით იგი ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა და აჯობა თვით ”ბარსელონას” მრისხანე მეპასეებს, ხავისა და ინიესტას). ამ სეზონში ”მილანი” სკუდეტოს მოგების უმთავრესი ფავორიტი კია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს რომ ძალიან გაგვიჭჳრდება სკუდეტოს მოგება. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს დანიელე ბონერას ცუდი თამაში. ეს ბიჭი დღითი-დღე ამტკიცებს, რომ ”მილანის” დონის მცველი არაა. ”ჯენოასთან” მატჩში არ შმეიძლია არ ავღნიშნო ერთი ფაქტიც. თუ დააკვირდით რობინიოს რამოდენიმეჯერ შეეძლო იბრასთვის, რომელიც უფრო კარგ პოზიციაში იმყოფებოდა მიეცა პასი და მეტი შანსი იქნებოდა გოლის გატანის, თუმცა ყველა იმ ეპიზოდში რობინიომ დარტყმა ამჯობინა. ძალიან მინდა დაბრუნდეს ძველი ”მილანი”, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას.
|
ნანახია: 872 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|