amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროპის სტადიონები კვლავ სანაკრებო მატჩებს დაეთმო. გერმანიის ნაკრებს სულ ათი წუთი დააკლდა იტალიასთან 16-წლიანი მოუგებელი სერიის შესაწყვეტად; თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ამჯერად უკვე სანაკრებო დონეზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს; საფრანგეთმა ბრაზილიელთა დამარცხება ამხანაგურ შეხვედრაშიც მოახერხა და "სელესაოსთან" 19-წლიანი წაუგებელი სერია გააგრძელა; ესპანეთმა კი - "სანტიაგო ბერნაბეუზე", კოლიმბიელთა წინააღმდეგობის გატეხვა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხა.
გერმანია - იტალია 1:1 ეს ნაკრებები უკანასკნელად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ "სკუადრა აძურამ" დამატებითი დროის მიწურულს, მეტოქეს 2 გოლი გაუტანა (ფაბიო გროსომ და ალესანდრო დელ პიერომ) და ფინალში გააღწია, სადაც პენალტების სერიაში
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
790
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-10
|
|
სომხეთის ეროვნული გუნდისა და დონეცკის "შახტარის” შემტევი ნახევარმცველი, გენრიხ მხითარიანი თვლის, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ქართველებთან მარცხი (1:2), ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრებთან საშინაო მატჩის წინ, გაკვეთილი იყო. "პირველი ტაიმი ცოტათი არ გამოგვივიდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში უკეთესად ვმოქმედებდით. მაშინაც კი, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, თამაშის გადარჩენას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ვფიქრობ, რუსეთთან შეხვედრის წინ ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. ჩვენ თამაშზე გარკვეულწილად აისახა რობერტ არზუმანიანის, იურა მოვსისიანისა და კარლენ მკრტჩიანი არყოფნა, მაგრამ მათ გარეშე თამაშსაც უნდა მივეჩვიოთ” – განაცხადა მხითარიანმა ლიმასოლში გამართული თამაშის შემდეგ, სომხურ ინტერნეტ-გამოცემა TotalFootball.am-თან საუბარში. ერევნის "პიუნიკის” ფორვარდ ედგარ მანუჩარიანს, რომელიც თავის დროზე ამსტერდამი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
974
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-10
|
|
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, იტალიის ნაკრებს თავისი ძირითადი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი დაუბრუნდა. "იუვენტუსის" კიპერმა, რომელსაც ახლახანს შეუსრულდა 33 წელი, გერმანიასთან ამხანაგური შეხვედრა (1:1) მაღალ დონეზე ჩაატარა და რამდენიმე მომენტში "სკუადრა აძურა" გაშვებული გოლისგან იხსნა. მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა მეკარემ აღნიშნა, რომ ფეხბურთის თამაში ძალიან მოენატრა და კარიერის დასრულებაზე ჯერ არც კი ფიქრობს. "მხოლოდ ახლა ვხვდები, ფეხბურთის თამაში როგორ მომნატრებია. ვერაფერი ვერ შეედრება იმ გრძნობას, რასაც თამაშის მოგების შემდეგ განიცდი. უქმად ყოფნის პერიოდში ამ გრძნობის გარეშე ძალიან მიჭირდა. ერთი პერიოდი იმასაც კი ვფიქრობდი, კიდევ შევძლებდი თუ არა მოედანზე გასვლას. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ტრავმა აღარ მაწუხებს. იტალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ახალ გუნდს აშენებს. გარდამავა
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
800
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-10
|
| |
|
|
|