amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 08
9 თებერვალს რამდენიმე ხმაურიანი ამხანაგური მატჩია. მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს, შემოდგომაზე განცდილი მწარე წაგებების შემდეგ (არგენტინასთან 1:4 და პორტუგალიასთან 0:4), რეაბილიტაციის მოხდენა მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუზე” შეუძლია. მეტოქეც არ ჰყავს გრანდთაგანი – კოლუმბია. საფრანგეთი, თუ ბრაზილია? "პენტაკამპეონები” უხერხულ ნაკრებს ხვდებიან. "მამლების” თავკაც ლორან ბლანს კი, თითქმის სრულიად ახალი გუნდი ჰყავს. ბრაზილია-საფრანგეთი ბოლოს 2006 წლის მუნდილაის მეოთხედფინალში შეხვდნენ და "მამლებმა” ტიერი ანრის გოლით 1:0 მოიგეს მესი, თუ კრიშტიანუ რონალდუ? ამ ორი გიგანტის დაპირისპირება შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. გერმანია – იტალია დორტმუნდში იქნება. ვნახოთ, რას დაუპირისპირებს "სკუადრას” თავკაცი ჩეზარე პრანდელი მასპინძლებს. ისე კი, როგორც ბრაზილიას საფრანგეთთან, ისტორიულად, გერმანიასაც უჭირს იტალიასთან თამაში.  
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
890
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-08
|
|
9 თებერვალს, კვიპროსზე, ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ორი მეზობელი ქვეყნის – სომხეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები. ორივე გუნდი საბრძოლველად არის განწყობილი. აღნიშნული მატჩით სტარტს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათვის მოსამზადებელი ციკლი აიღებს.
ნანახია:
1215
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-08
|
|
გერმანული "ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, სტივ მაკლარენი თანამდებობიდან რომ გაათავისუფლა უკვე იცით. "მგლებს” სეზონის ბოლომდე პიერ ლიტბარსკი უთავკაცებს. Bild-ის ცნობით, "ვოლფსბურგის” ხელმძღვანელები ზაფხულში გამოცდილი მწვრთნელის დანიშვნას აპირებენ. მთავარ კანდიდატად, "ჰოფნჰაიმის” ყოფილი თავკაცი, 52 წლის რალფ რანგნიკი მიიჩნევა. გერმანული გამოცემა, რანგნიკის გარდა, სავარაუდო კანდიდატებად მარტინ იოლსა და ჰუუბ სტევენსსაც ასახელებს.
ნანახია:
1020
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-08
|
|
სომხეთის ეროვნული ნაკრების და ერევნის "პიუნიკის” ნახევარმცველის, კარლენ მკრტჩიანის აზრით, საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრა, სომხეთის ნაკრებისთვის მომზადების დონის შემოწმების კარგი საშუალება იქნება. "საქართველოსთან თამაში სომხეთის ნაკრებს ფიზიკური ფორმისა და მზადების დონის შემოწმების საშუალებას მისცემს, რათა მომავალში შეცდომები არ დავუშვათ. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მომავალ თამაშში ჩვენს ნაკრებს ვერ დავეხმარები, მაგრამ მთავარია, კარგ სათამაშო ფორმაში რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის ვიყო” – იუწყება მკრტჩიანის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა armfootball-ი. 22 წლის ფეხბურთელმა გერმანიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ 9 თებერვალს ქართველებთან მატჩში თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. იგი კვიპროსზე "პიუნიკთან” ერთად იმყოფება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ნანახია:
862
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-08
|
|
ინგლისური "ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, კენი დალგლიში "ასტონ ვილას” ნახევარმცველ ეშლი იანგის შეძენას აპირებს. როგორც Daily Mirror-ი იტყობინება, "მერსისაიდელები” მზად არიან, ბირმინგემულ კლუბს იანგის სანცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაუხადონ. ეშლი იანგს "ასტონ ვილასთან” კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში ეწურება. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, იანგმა 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ნანახია:
812
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-08
|
|
"ჩელსის" მარცხენა მცველი, ეშლი კოული ინგლისის ნაკრების წლის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს. იგი ეროვნული გუნდის იმ უიშვიათეს ფეხბურთელთა რიცხვს მიუკუთვნება, ვის მიმართაც მსოფლიო ჩემპიონატზე პრეტენზია არავის ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელოს მიერ გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები სამხრეთ აფრიკის მუნდიალს მერვედფინალიდან გამოეთიშა (გერმანიასთან 1:4 დამარცხდა). ბოლო პერიოდში კოულს არაერთი ახალგაზრდა კონკურენტი გამოუჩნდა. ლეიტონ ბეინისი, კირან გიბსი და კაილ უოკერი რეალურად აცხადებენ პრეტენზიას ინგლისის ნაკრებში ადგილის დამკვიდრებაზე, თუმცა, 30 წლის კოულის პოზიცია ჯერჯერობით ურყევია. გასულ წელს ინგლისელთა მიერ გამართული 12 ოფიციალური შეხვედრიდან, "ჩელსის" განაპირა მცველმა მონაწილეობა 9-ში მიიღო და ყველა მათგანი მაღალ დონეზე ჩაატარა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე გულშემატკივართა შორის მოწყობილი გამო
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
913
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-08
|
|
ინგლისური "მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდი, კარლოს ტევესი მიიჩნევს, რომ "ქალაქელების” საუკეთესო შენაძენი - ესპანელი დავიდ სილვაა. "სილვა საუკეთესო შენაძენია! ამ ფეხბურთელს შეუძლია, რომ თამაშის ბედი გადაწყვიტოს. დავიდმა ჩვენი კლუბის თამაში გაახალისა და რაც მთვარია, ახალ დონეზე აიყვანა”- ციტირებს ტევესს Goal.com-ი. 25 წლის სილვა "სიტიში” გასულ ზაფხულს გადავიდა. პრემიერლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ნანახია:
999
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-08
|
|
მადრიდის "რეალის” გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ დღევანდელი "ბარსელონა” ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. "რეალს” საუკეთესო "ბარსელონასთან” ბრძოლა უწევს. ჩვენ გვყავს ჟოზე მოურინიო, რომელთან ერთადაც "ბლაუგრანას” აუცილებლად დავამარცხებთ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ კატალონიელებსაც ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ პეპ გვარდიოლას სახით. "ბარსელონას” შესანიშნავი ასპარეზობა სწორედ მისი დამსახურებაა”- ციტირებს ვალდანოს As-ი. პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, "რეალი” 54 ქულით, მეორე ადგილზეა და "ბარსელონას” 7 ქულით ჩამორჩება.
ნანახია:
887
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-08
|
|
ჩეხებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად პეტრ ჩეხი დაასახელეს. "ჩელსის" 28 წლის კიპერმა, რომელმაც გასულ სეზონში ლონდონელ "არისტოკრატებთან" ერთად ინგლისის პრემიერლიგა და ლიგის თასი მოიგო, აღნიშნულ ნომინაციაში უკვე მეოთხედ იმარჯვა. "ანალოგიური პრიზების მიღება არასდროს მომბეზრდება. მიხარია, რომ ჩემი შრომა და წარმატებები სათანადოდ დაფასდა. იმედი მაქვს, აქ მე უკანასკნელად არ ვიმყოფები" - აღნიშნა "ჩელსისა" და ჩეხეთის ნაკრების კიპერმა ინდივიდუალური ჯილდოს მიღებისას. ბოლოს დავამატებთ, რომ წლის საუკეთესო ჩეხი ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, მონაწილეობა თვითონ მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. პეტრ ჩეხმა პირველობა სოლიდური უპირატესობით მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილებზე შესაბამისად, "არსენალის" ნახევარმცველი, ტომაშ როსიცკი და მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი, ტომაშ უიფალუში გავიდნენ.
ნანახია:
933
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-02-08
|
| |
|
|
|