amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 5 » საქართველოს ჩემპიონატი – ევროპაში 32-ე, მსოფლიოში 59-ე
8:43 PM საქართველოს ჩემპიონატი – ევროპაში 32-ე, მსოფლიოში 59-ე |
ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის საიტმა (www.iffhs.de) მსოფლიოს ბოლო ათწლეულის საუკეთესო ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ჩემპიონატი ევროპაში 32-ე, მსოფლიოში კი 59-ე ადგილზეა. საინტერესოა, რომ საქართველო სომხეთსაც უსწრებს და აზერბაიჯანსაც. ბევრს ეს ფაქტი შესაძლოა გაუკვირდეს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ თბილისის "დინამოს” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე უთამაშია, ეს პატივი კი არც ერთ აზერბაიჯანულ კლუბს არ რგებია. მთლიანობაში, სია ობიექტური ჩანს და არ ჰგავს iffhs-ის სხვა რეიტინგებს, რომელიც ხშირად გაკვირვების საგანი ხდება. ეს რეიტინგი საკლუბო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგებითაა შედგენილი. ბოლო ათწლეულში მსოფლიოში საუკეთესოა ინგლისის პრემიერლიგა, მეორე-მესამეზე კი, შესაბამისად, ესპანეთი და იტალია. 1. ინგლისი – 11 516 2. ესპანეთი – 11 120 3. იტალია – 10 640 4. ბრაზილია – 9 367 5. გერმანია – 9 235 6. საფრანგეთი – 8 762 7. არგენტინა – 8 753 8. ჰოლანდია – 7 247 9. პორტუგალია – 6 817 10. მექსიკა – 6 526 --------------------------------------- 59. საქართველო – 2 753
|
ნანახია: 829 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|