პარასკევი, 2024-03-29, 11:21 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 7 » რონალდუმ მესი წინ არ გაუშვა
11:55 AM
რონალდუმ მესი წინ არ გაუშვა

ესპანეთის ლა ლიგაში, 22 ტურის შემდეგ, უკვე ბევრი რამაა გამოკვეთილი. გათამაშებას ჰყავს აშკარა ფავორიტი, რომელსაც ჩემპიონობის ძალზე კარგი შანსი აქვს; გამოკვეთილია როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ევროპის ლიგაზე გამსვლელი გუნდების კანდიდატები; ფაქტობრივად გარკვეულია, რომელი მეკარე დაესაკუთრება სამორას პრიზს (ჯილდო გადაეცემა ყველაზე ნაკლები გოლის გამშვებ მეკარეს). უშეღავათო ბრძოლა მოსალოდნელია მხოლოდ უმაღლესში დარჩენისთვის და რა თქმა უნდა, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლად. ბომბარდირობისთვის ორი ფეხბურთელი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან. ორივე მათგანის ანგარიშზე 24-24 გოლია. მართალია, არგენტინელს 24 გოლის გასატანად პორტუგალიელზე 2 მატჩით ნაკლების ჩატარება დასჭირდა, მაგრამ აწი ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე მათგანს თანაბარი რაოდენობის თამაშები აქვთ დარჩენილი. გასულ ტურამდე, რონალდუ მესის ერთი ბურთით უსწრებდა, არგენტინელმა „ატლეტიკოსთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა და 2 გოლით დაწინაურდა, მაგრამ პორტუგალიელმა მას წინ გაჭრის საშუალება მაინც არ მისცა.

„რეალ სოსიედადთან" გამართულ შეხვედრაში, რონალდუმ თავისი პირველი გოლი 21-ე წუთზე გაიტანა, როდესაც საჯარიმოს წინა ხაზთან მდგომმა, ერთი მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი მეკარისგან ახლო ქვედა კუთხეში მოათავსა. ტაიმის მიწურულს, პორტუგალიელმა იოზილის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთს თავი შედეგიანად დაჰკრა და დუბლის ავტორი გახდა. რონალდუ, ამ გოლების გარდა, ძალზე ბევრს ცდილობდა. მთელი მატჩის განმავლობაში, მან 15-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ აქედან მხოლოდ ოთხჯერ წავიდა ბურთი კარში. სანამ პორტუგალიელი დაიწყებდა გოლების გატანას, ანგარიში კაკამ გახსნა. მე-8 წუთზე, სტუმართა მცველის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი ბრაზიელიელმა საჯარიმოს წინა ხაზთან მიიღო, ცოტათი წინ წაიწია და მიმდინარე გათამაშებაში მე-2 გოლი გაიტანა.

მე-2 ტაიმში ორი გოლი გავიდა და ორივეს ავტორი „რეალის" ფეხბურთელი გახდა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მაინც კასილიასი დაამწუხრა. 72-ე წუთზე, მადრიდელთა კიპერმა მეტოქის დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ალვარო არბელოას მოხვდა, რომელმაც პასივში ავტოგოლი ჩაიწერა. შეხვედრას წერტილი ემანუელ ადებაიორმა დაუსვა, რომელმაც 89-ე წუთზე, ბურთი დი მარიასგან მიიღო და დაახლოებით 11 მეტრიდან, სიზუსტეზე გათვლილი დარტყმით, ლა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ბოლო 5 მატჩიდან, მეოთხედ მოიგო „ვალენსიამ", რომელმაც ერთ დღით ადრე, სენსაციურად წამგებ „ვილიარეალთან" ქულათა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. „ღამურებმა" „ერკულესი" პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში გატანილი გოლებით დაამარცხეს. ანგარიში 43-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სოლდადოს გადაცემის შემდეგ, ახლო მანძილიდან, ადურისმა აიღო სტუმართა კარი. 53-ე წუთზე, მეტოქის კარიდან დაახლოებით, 26 მეტრში დანიშნული საჯარიმო დარტყმა ტინო კოსტამ ძალზე კარგად შეასრულა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა დღის მე-3 შეხვედრა. ევროსაგზურისთვის მებრძოლმა „სევილიამ" საკუთარ კედლებში ბოლოადგილოსან „მალაგას" ვერ სძლია და „ესპანიოლთან" სხვაობის 4 ქულამდე შემცირების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

 

სევილია,"სანჩეს პისხუანი40000

სევილია-მალაგა 0:0

სევილია(4-2-3-1): პალოპი, ფასიო, სანჩესი, ალექსისი, ნავარო, ზოკორა, რომარიკი (კანუტე 46), ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი, ლუიშ ფაბიანუ (ნეგრედო 76)

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

მალაგა(4-2-3-1): ასენხო (არნაუ 6), გასპარი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ, კამაჩო, რესიო, მარესკა (სილვა 71), ბაპტიშტა, ფერნანდო, რონდონი (ფერნანდესი 77)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გაფრთხილება: ზოკორა 19, სანჩესი 37, რომარიკი 45, ნავარო 90 - გასპარი 41, სილვა 84, არნაუ 90, ელიზეუ 90

მსაჯი: მუნის ფერნანდესი

დარტყმა9 (2)-6 (1)ჯარიმა17-16კუთხური7-4თამაშგარე0-2ბურთისფლობა62%-38%სეივი1-2

 

მადრიდი,"სანტიაგო ბერნაბეუ70000

რეალი-სოსიედადი 4:1 (3:0)

რეალი(4-2-3-1): კასილიასი, არბელოა, გარაი, კარვალიო (ალბიოლი 70), მარსელო, დიარა, ალონსო, კაკა (დი მარია 60), იოზილი (კანალესი 83), რონალდუ, ადებაიორი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

სოსიედადი(4-2-3-1): ბრავო, ესტრადა, ანსოტეგი, ლაბაკა, გონსალესი, რივასი (ბერგარა 64), ელუსტონდო, პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (სარპონგი 65), ტამუდო (აგირეჩე 84)

მწვრთნელი: მანუელ ლაზარტე

გოლები: 1:0 კაკა (8), 2:0 რონალდუ (21), 3:0 რონალდუ (42), 3:1 არბელოა (72, ს.კ.), 4:1 ადებაიორი (89)

გაფრთხილება: ალონსო 55, ალბიოლი 82 - პრიეტო 10, რივასი 27, ესტრადა 86

მსაჯი: რაფაელ დომინგესი

დარტყმა30 (8)-14 (4)ჯარიმა7-10კუთხური11-3თამაშგარე3-3ბურთისფლობა64%-36%სეივი4-4

 

ვალენსია, "მესტალია” 40000

ვალენსია-ერკულესი 2:0 (1:0)

ვალენსია (4-4-2): გუაიტა, ბრუნო, ნავარო, სტანკევიჩუსი, მეტიუ, ბანეგა (ხოაკინი 86), ტ. კოსტა, ტოპალი, დომინგესი (ისკო 74), სოლდადო, ადურისი (ალბა 84)

მწვრთნელი: უნაი ემერი

ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი, კორტესი, როდრი, ხუანრა, პენია (გომესი 39), ფრიტცლერი, აგილარი (დრენტე 63), კიკო, ტოტე, თომერტი (რუფეტე 73), ვალდესი

მწვრთნელი: ესტევან ვიგო

გოლები: 1:0 ადურისი (43), 2:0 ტ. კოსტა (53)

გაფრთხილება: ბანეგა 26, ნავარო 29, დომინგესი 34 – როდრი 33, თომერტი 37

მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი

დარტყმა15 (7)-7 (3)ჯარიმა17-14კუთხური4-2თამაშგარე2-8ბურთისფლობა62%-38%სეივი3-5

ნანახია: 739 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz