amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » რობერტო კარლოსი დაღესტნურ “ანჟიში” გადადის
8:03 PM რობერტო კარლოსი დაღესტნურ “ანჟიში” გადადის |
რას მოესწრო მახაჩყალა?!... საქართველოც მოესწრება?
37 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი რობერტო კარლოსი კარიერას რუსეთში, კონკრეტულად კი დაღესტნურ "ანჟიში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ტანმორჩილი ბრაზილიელი ფეხბურთელის პირადმა აგენტმა, ფაბიანო ფარამ დაადასტურა. ჯერ ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა, თუმცა კარლოსის მახაჩყალის "ანჟიში” ტრანსფერი გადაწყეტილი ამბავია და იგი ოფიციალურ სახეს მომავალ ორშაბათს მიიღებსო – აცხადებს ფარა სპორტულ გამოცემა Globesporte-თან: "ჩვენ რამდენიმე პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით, თუმც საბოლოოდ ყველაფერი ორშაბათს გახდება ცნობილი. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მე და რობერტო კარლოსი სამშაბათს ან ოთხშაბათს ევროპაში გავემგზავრებით”. ფარასვე თქმით, კარლოსმა ბრაზილიურ კლუბ "კორინთიანსთან” ოფიციალურად გაწყვიტა კონტრაქტი, რის შემდეგაც რუსულმა კლუბმა ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონს კონტრაქტი შესთავაზა, რომელშიც აგენტმა, რობერტო კარლოსთან შეთანხმებით, რამდენიმე პუნქტი შეცვალა. როგორც გახმაურდა, კარლოსი "ანჟისთან” ორწლინახევრიან კონტრაქტს გააფორმებს. სახელშეკრულებო თანხა ოფიციალურად არ გაჟღერებულა, თუმცა, იმავე წყაროს განცხადებით, ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი ორწელიწადნახევარში 13,2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. რობერტო კარლოსი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეუერთდება თურქეთში შეკრებაზე მყოფ "ანჟის”, ხოლო მის ოფიციალურ დებიუტს 28 თებერვალს, რუსეთის თასის მერვედფინალში "ზენიტთან” ელიან.
|
ნანახია: 938 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|