შაბათი, 2024-04-27, 0:06 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ფერნანდო ტორესი: “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს”
10:44 PM
ფერნანდო ტორესი: “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს”
"ინგლისის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ” - ეს სიტყვები განუცხადა ფერნანდო ტორესმა, წინასასეზონო ინტერვიუს ასაღებად მისულ ჟურნალისტს. მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა და "ელ ნინიო” ირწმუნება, "ჩელსიში” ასპარეზობა ჩემი ოცნება იყო და "ლივერპულის” კარის დალაშქვრას უკვე უახლოეს კვირას შევეცდებიო. დანარჩენს კი, იმ ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ესპანელ ფორვარდს მისი ახალი კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩამოართვა.

- "არისტოკრატთა” გულშემატკივრები "სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლით გულწრფელად გაახარეთ. "ლივერპულის” მაისურით გამოსვლისას რეგულარულად ლაშქრავდით "ჩელსის” კარს, ამიერიდან კი გოლებს დასავლეთლონდონური კლუბის ღირსების დაცვისას გაიტანთ...
- "ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ ყოველთვის მაქსიმალურად მობილიზებული და მოტივირებული გავდიოდი მინდორზე. ჩვენი ყოველი დაპირისპირება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახლდათ. "არისტოკრატთა” დამარცხება ნებისმიერი გუნდისთვის ფრიად საპატიოა. დიდი სურვილი მქონდა "სტემფორდ ბრიჯზე” თამაშისა და როგორც იქნა, საწადელი ავისრულე. გუნდის ერთგულ ქომაგებს მსურს ვუთხრა, რომ ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ვარ და მათ მხარდაჭერას არ დავივიწყებ. მათ მონდომებულ თამაშს ვპირდები.
- მაინც რამ გიბიძგათ "ჩელსის” შემოთავაზებულ წინადადებას დაჰყოლოდით და "არისტოკრატთა” წევრი გამხდარიყავით?
- ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ვიგრძენი, ჩემი საფეხბურთო კარიერის წინსვლისთვის ატმოსფერო რომ უნდა შემეცვალა. ამიერიდან, პროგრესს ხელს არაფერი შეუშლის – მე ხომ ტოპ-კლუბში გადმოვედი, უფრო მაღალი დონის კლუბი კი, ნამდვილად არ მეგულება. "ჩელსის” დასახასიათებლად არაფერს ვიტყვი, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ჩემი ახალი პარტნიორები ისეთი ფენომენალური ფეხბურთელები იქნებიან, როგორიც ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი, დიდიე დროგბა და ნიკოლა ანელკა არიან. ვფიქრობ, ბოძებულ შანსს სრულად გამოვიყენებ და დიდი გუნდის ღირსეული წევრი გავხდები. მითუმეტეს, "ჩელსი” ყოველთვის პატივისცემით მეპყრობოდა, რამაც დიდწილად განაპირობა ჩემი ლივერპულიდან ლონდონში გადასვლა. ერთი სიტყვით, "სტემფორდ ბრიჯზე” თავს უკვე ბედნიერად ვგრძნობ.
- კლუბის შეცვლის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ალბათ, ისიცაა, "ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზე რომ ასპარეზობს, "ლივერპული” კი "მხოლოდ” ევროპის ლიგაზე თამაშით დაკმაყოფილდა...
- რასაკვირველია გახარებული ვარ, ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობის უფლება და საშუალება კვლავ რომ მომეცა. ამ ტურნირზე გამოსვლას ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ამბიციური მოთამაშე ოცნებობს. მითუმეტეს, "ჩელსის” კონტინენტის უპირველესი საკლუბო შეჯიბრების მოგების მშვენიერი პერსპექტივა გააჩნია. თუმცა, ამის გაკეთება ურთულესი საქმეა, რადგანაც ფლეი ოფში გასული ნებისმიერი სხვა გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე ფიქრობს.
- "სტემფორდ ბრიჯზე” გადმოსვლის შემდეგ "ლივერპულში” თქვენი პარტნიორის, იოსი ბენაიუნის თანაგუნდელად გახდომის შესაძლებლობა მოგეცათ. "ენფილდზე” ერთობლივად გამოსვლის პერიოდში ებრაელ ფეხბურთელთან მინდორზეც და მის ფარგლებს გარეთაც კარგი დამოკიდებულება გქონდათ. სამწუხაროდ, იოსი ტრავმირებულია და უცნობია, როდის განაახლებს თამაშს...
- ბენაიუნი ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთმანეთს მშვენივრად ვუგებდით მატჩის დროსაც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. იმედია, იოსი მალე ჩადგება მწყობრში და კვლავინდებურად შეხმატკბილებულ ტანდემს შევქმნით, რომელიც ბევრ თავსატეხს გაუჩენს მოწინააღმდეგეთა მცველებსა და მეკარებს. ამასთან, ახალ პარტნიორებთანაც უსწრაფეს დროში შეთამაშებას ყოველმხრივ შევეცდები.
- "სტემფორდ ბრიჯზე” კარლო ანჩელოტის მუშაობას რა კომენტარს გაუკეთებდით?
- ანჩელოტი-ფეხბურთელისა და ანჩელოტი-მწვრთნელის კარიერა წარმატებებითაა აღსავსე. სინიორ კარლო ბუნებით მაქსიმალისტია და გამარჯვებულის მენტალიტეტით დაჯილდოვებული. ჯერ მისი მეთაურობით არ მივარჯიშია და ერთი სული მაქვს, როდის გავალ წვრთნაზე, რომელსაც ჩემი ახალი დამრიგებელი ჩაატარებს. დარწმუნებული ვარ, ანჩელოტის ვარჯიშები არა მარტო დამღლელი, არამედ - საინტერესოც იქნება.
- უახლოეს კვირას, "სტემფორდ ბრიჯს” "ლივერპული” ესტუმრება. შესაძლოა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოგიწიოთ თამაში. ამის გამო უხერხულობის გრძნობა არ გეუფლებათ?
- განგებამ ასე ინება. რასაკვირველია, თავს უხერხულად ვიგრძნობ, მაგრამ ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, ვითამაშებ თუ არა იმ დღეს. "ლივერპულს” რაც შეეხება, კლუბის მადლიერი ვარ და მასზე აუგს არასდროს ვიტყვი. თუკი "სტემფორდ ბრიჯზე” გასვლის საშუალება მომეცა, "ჩელსის” წარმატების მისაღწევად არაფერს დავიშურებ – გამოდის, "ლივერპულის” კარში გოლის გატანა მომიწევს.
ნანახია: 806 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz