ეროვნული ჩემპიონატის III წრის საწყის ტურში, რუსთავის "ოლიმპმა” თბილისის "ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლა და 2:1 მოიგო. ქვემოქართლელები 22-ე წუთზე, დავით ბოლქვაძემ დააწინაურა, თუმცა, სამიოდე წუთში "ვეტერინარმა” ბესიკ ჩიმაკაძემ გათანაბრება შეძლო. გათამაშების ერთ-ერთმა ბომბარდირმა, ირაკლი მოდებაძემ, 72-ე წუთზე, გადამწყვეტი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
ზუგდიდში, ადგილობრივმა "ბაიამ” ბოლნისის "სიონს”, ირაკლი ქობალიას მიერ 31-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო - 1:0. ამ მოგებით, ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილები მე-4 ადგილამდე დაწინაურდნენ.
ტურის კიდევ ერთი მატჩი თბილისში შედგება. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, "დინამო” ცხინვალის "სპარტაკს” უმასპინძლებს.
XIX ტური. 12 თებერვალი
კოლხეთი - სამტრედია 2:1
13 თებერვალი
ბაია - სიონი 1:0
ოლიმპი - ვიტ ჯორჯია 2:1
დინამო - სპარტაკი 17:00
14 თებერვალი
ზესტაფონი - ტორპედო გადაიდო
№ | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ოლიმპი | 19 | 12 | 4 | 3 | 31-16 | 40 |
2 | ზესტაფონი | 18 | 12 | 1 | 5 | 39-12 | 37 |
3 | დინამო | 18 | 10 | 5 | 3 | 23-9 | 35 |
4 | ბაია | 19 | 7 | 4 | 8 | 19-22 | 25 |
5 | ვიტ-ჯორჯია | 19 | 7 | 1 | 11 | 18-26 | 22 |
6 | კოლხეთი | 19 | 6 | 4 | 9 | 16-29 | 22 |
7 | ტორპედო | 18 | 5 | 7 | 6 | 9-10 | 22 |
8 | სიონი | 19 | 5 | 6 | 8 | 12-23 | 21 |
9 | სამტრედია | 19 | 5 | 4 | 10 | 18-33 | 19 |
10 | სპარტაკი | 18 | 4 | 4 | 10 | 18-23 | 16 |
შენიშვნები:
• პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
• ოთხი წრის შედეგების მიხედვით, ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს - შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.
ბომბარდირები
ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 10, რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 10 (1 პენალტით), ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი) - 10 (1), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 7, გიორგი მეგრელაძე (ბაია, ტორპედო) - 6 (1), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) - 5 (1), ლუკა რაზმაძე (ოლიმპი) - 5 (4).