მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ნეიმარი მადრიდის "რეალში” გადასვლასთან ძალზე ახლოსაა. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე ევროპული გამოცემა ავრცელებს. Sky Sport-ის ცნობით, ფიფა-ს აგენტმა, ერნესტო ბრონზეტიმ განაცხადა, რომ ნეიმარს ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგებამდე ცოტა უკლია. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინფორმაცია უყურადღებოდ არ დაუტოვებია Marca-ს, რომლის ცნობითაც, "რეალი” "სანტოსს” ნეიმარის სანაცვლოდ ორმოც მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელს 5-წლიან კონტრატქს გაუფორმებს. მადრიდული წყაროს ცნობით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ნეიმარი ხელფასის სახით ათ მილიონ ევროს მიიღებს. Marca-სგან მცირეოდენ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს Sky Sport Italia, რომლის ცნობითაც, "რეალი” ნეიმარში არა ორმოც, არამედ "სულ რაღაც” 32 მილიონ ევროს გადაიხდის. ისღა დაგვრჩენია, ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას, ან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას დაველოდოთ.
|