ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი იტალიური "მილანის მცველით, ტიაგო სილვათი დაინტერესდა.
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიურ კლუბში უკვე თითქმის გადაწყვეტილია გაბრიელ მილიტოს გაშვება. ამასთან, "ბარსას” თავკაცები აბიდალის პრობლემასაც ითვალისწინებენ და ბრაზილიელი მცველით დაინტერესების მიზეზებიც ნათელია.
ტიაგო სილვას "მილანთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა, იტალიელებმა უკვე გამოაცხადეს, რომ მზად არიან, ფეხბურთელს შეელიონ, თუკი მისი მსურველი გუნდი ოცდახუთ მილიონ ევროს გადაიხდის.