amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » ივნისი » 08
როგორც დაანონსებული იყო, გერმანიის ეროვნული ნაკრების თამაშების შემდეგ, "შალკეს” აწ უკვე ყოფილმა მეკარე მანუელ ნოიერმა, მიუნხენის "ბაიერნთან” გააფორმა კონტრაქტი. "რეკორდმაისტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე, "ბაიერნში” მინიმუმ 2016 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. კონტრაქზე ხელმოწერის დასმის შემდეგ, ნოიერმა ისაუბრა მიზეზზე, რომლის გამოც მან "შალკე” "ბაიერნში” გაცვალა: "მიუნხენის "ბაიერნი” გერმანიის საუკეთესო კლუბია. ქალაქ მიუნხენს კარგად ვიცნობ და აქ თავს კარგად ვიგრძნობ. მოუთმენლად ველი ახალ თანგუნდელებთან ერთად ვარჯიშის დაწყებას” – ციტირებს ნოიერის სიტყვებს ”ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.
ნანახია:
928
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2011-06-08
|
| |
|
|
|