შაბათი, 2024-04-20, 0:41 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » ”მილანის” მეტოქეები სერია ა-ს მატჩებში...
12:19 PM
”მილანის” მეტოქეები სერია ა-ს მატჩებში...

როგორც იცით სერია ა-ს დასრულებამდე 12 ტური დარჩა. მე მინდა გაჩვენოთ 12-ივე გუნდი, თუ ვისთან გვაქ თამაშები დარჩენილი. 


1. ”მილანი” - ”ნაპოლი”

უაღრესად დაძაბულ მატჩს ველით. ”ნაპოლი” ნამდვილად არ მიეკუთვნება ხელწამოსაკრავ გუნდს. ორივე გუნდს დიდი დანაკლისი აქვს, სტუმრებს ეზეკილ ლავეცი დააკლდებათ(დისკვალიფიკაციის გამო), ხოლო ”როსონერის” პირლო და ამბროზინი ( ტრავმის გამო). შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის ”მილანი” პირველ ადგილს იკავებს და მდევარ ”ნაპოლის” 3 ქულით უსწრებს, ამიტომაც ყველაფერი უნდა გააკეთონ”მილანელებმა” რომ ”ნაპოლისთან” სხვაობა გააექვსონ. 

2. ”იუვენტუსი” - ”მილანი”

სულ რომ სატურნირო თვალსაზრისით არანაირი აზრი არ ჰქონდეს ამ მატჩს, ის მაინც იტალიაში ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩად ითვლება. როგორი დაუძლურებულიც არ უნდა იყოს ”იუვე” ის მაინც დიდ ხიფათებს შეგვიქმნის. ეს მატჩი 6 მარტს გაიმართება და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 9 მარტს ”მილანელებს” ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ სათამაშო, ამ თვალსაზრისით დიდი შანსია დაასვენონ კიდეც ფეხბურთელები. ძალიან მძიმე კალენდარი გვაქვს შეიძლება ითქვას. 

3. ”მილანი” - ”ბარი”

”ბარი” რომ განწირულია და ფაქტიურად შანსები არ აქვს სერია ა-ში დარჩენის კარგად მოგეხსენებათ. ”მილანმა” კი თავისმხრივ დიდი ანგარიშით უნდა დაამარცხოს მეტოქე. 

4. ”პალერმო” - ”მილანი”

სიცილიური კლუბი ნამდვილად არ მიეკუთვენბა ერთ რიგით გუნდს, ისინი სერია ა-ში მართლაც რომ გამორჩეულად თამაშობენ თავიანთი ლიდერების, პასტორესა და მიკოლის მეთაურობით. ერთადერთი მინუსი ამ კლუბის არის არასტაბილურობა. დიდ ხიფათს შეგვიქმნიან, თუმცა ჩემპიონობისთვის აუცილებელია 3 ქულის წამოღება სიცილიიდან.

5. ”მილანი” - ”ინტერი”

მატჩი რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე მათ სატურნირო მდგომარეობას. ”ინტერთან” დაპირისპირება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ეხლანდელ სერია ა-ში სადაც პრაქტიკულად ჩემპიონობისთვის იბრძვიან ორივე ”მილანური” კლუბი. ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ეს მატჩი საჩემპიონოდ.

6. ”ფიორენტინა” - ”მილანი”

ფლორენციელები რომ ძველებურად ვეღარ თამაშობენ კარგად მოგეხსენებათ, თუმცა საკუთარ მოედანზე ნებისმიერი გუნდისთვის აქვთ წინააღმდეგობის გაწევის ძალა. რთული მატჩი იქნება, მაგრამ აქაც უნდა ავიღოთ 3 ქულა.

7. ”მილანი” - ”სამპდორია”

კასანოსა და პაცინის წასვლის შემდეგ დაუძლურებულ სამპდორიას წესით თავისუფლად უნდა მოვუგოთ.

8. ”ბრეშა” - ”მილანი”

ამ მატჩშიც არ გვექნება ქულების დაკარგვის უფლება. აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

9. ”მილანი” - ”ბოლონია”

ანალოგიურად ამ თამაშშიც არ უნდა გაგვიჭირდეს 3 ქულის აღება ჩვენსავე მოედანზე. 

10. ”რომა” - ”მილანი”

”რომში” თამაში რომ რთულია დამეთანხმებით ალბათ. ძალიან საინატერესო იქნება ამ მომენტისთვის ”მილანის” სატურნირო მდგომარეობა. პირველ წრეში ”რომამ” საკუთარ მოედანზე დაგვამარცხა და შესაძლებელია ამ მოტივითაც გვინდოდეს გამარჯვება, თუმცა კიდევ ვიმეორებ არ ვიცი ამ დროისთვის როგორი სატურნირო მდგომარეობა იქნება. 

11. ”მილანი” - ”კალიარი”

საკუთარ მოედანზე ”კალიარისთან” თავისუფლად უნდა ავიღოთ 3 ქულა.

12. ”უდინეზე” - ”მილანი”

ამ გუნდთან პირველ წრეში შესანიშნავი მატჩი ვითამაშეთ რომელიც ძალზედ უხვგოლიანი გამოდგა და 4:4 დასრულდა. ამ თამაშით ”მილანი” სეზონს დახურავს და მემგონი ყველფერი უნდა გააკეთონ მოსაგებად.
 
ნანახია: 950 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz