შაბათს, "პრემიერ ლიგის" მორიგი ტურები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას კატალონიის "ბარსელონას" მორიგი მეტოქე "ჩემპიონთა ლიგაზე", არსენ ვენგერის "არსენალიც" იღებდა. ლონდონური კლუბის ფეხბურთელები დღეს "ნიუკასლ იუნაიტედის" სტადიონს ესტუმრნენ და მაყურებელს, მასპინძლების დახმარებით, შესანიშნავი სანახაობაც გაუმართეს...
შეხვედრის დაწყებიდან ბოლომდე 10 წუთიც არ იყო გასული, რომ ანგარიში უკვე 0:3 გახლდათ. წინ "მეთოფეები" იყვნენ. ლონდონელები გაჩერებას არ აპირებდნენ და 16 წუთში მეოთხე გოლიც ვიხილეთ, რის შემდეგაც მოედანზე შეკრებილმა მასპინძელი გუნდის გულშემატკივრის ნაწილმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაც კი დატოვა. მათ ხომ არ იცოდნენ წინ რა ელოდათ...
მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოედნიდან "არსენალის" ორი ნომერი, დიაბი იქნა გაძევებული. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. მასპინძლებმა თავიანთი გულშემატკივრის გარკვეული ნაწილისგან განსხვავებით "ფარ–ხმალი" არ დაყარა და დიაბის გარეშე დარჩენილ "არსენალს" ლამაზ შეტევებსაც არ აკლებდა. ერთ–ერთი ასეთი ლამაზი შეტევის დროს კი მათ პენალტსაც გამოჰკრეს ხელი, რის შემდეგაც ანგარიში 3–მდე შემცირდა. 3–მდე შემცირებული ანგარიშის შემდეგ კიდევ ერთი გოლის გატანაც მოახერხეს, მაგრამ გვერდითა არბიტრის შეცდომის წყალობით ეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. ამაზე კი "ნიუკასლის" ფეხბურთელები ძალიან გაბრაზდნენ და დარჩენილ დროში მეთოფეთა პოლონელ მეკარეს კიდევ 3 გოლი აჩუქეს.
"პრემიერ ლიგაში" ასეთი რამ პირველად მოხდა. "ნიუკასლ იუნაიტედმა" დღეს პატარა ისტორია შექმნა. პატარა ისტორია, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაში" "ბარსას" მორიგი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა, თუ გულშემატკივრებს არც ისე კარგი განწყობა შეუქმნა.