ხუთშაბათი, 2024-03-28, 11:40 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » მესის გოლები – მალე...
0:53 AM
მესის გოლები – მალე...

აი, უკვე ზედიზედ 2 თამაშია ლეო მესი გოლის გატანას ვერა და ვერ ახერხებს. ჩვენდა სამწუხაროდ, მის მსხვერპლთა სიაში ვერც "სპორტინგი" და ვერც "არსენალი" მოხვდა. ეს ფაქტი სხვა ფეხბურთელისთვის შესაძლოა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდეთ, მაგრამ არა მესისთვის.

ამ სეზონში პირველი შემთხვევაა, როდესაც ლეომ 2 მატჩში მოედანზე 90 წუთი დაჰყო და მოედნიდან გატანილი გოლის გარეშე გავიდა. "მშრალი სერია" კი იმედია 20 თებერვალს დაირღვევა და ლეო გოლის გატანას შეძლებს. ასე, რომ ბასკური "ბილბაოს" ფეხბურთელები მას ძალიან უნდა უფრთხოდნენ, რადგანაც გულის კარგად მოსაფხანად არგენტინელ ვარსკვლავს რამდენი გოლის გატანა დაჭირდება კაცმა არ იცის...

მართალია მესი ყოველ უიკენდსა თუ შუა კვირაში მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს არც ისე კარგ ხასიათზე აყენებს ხოლმე, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ სეზონის პირველ ნახევარში, მან გოლის გატანა "სპორტინგის", "ბილბაოსა" და "რუბინის" კარში ვერ შეძლო. ეს ყველაფერი კი უიფალუშის გამო მოხდა. ფეხბურთელის, რომლის გამოც ლეო იძულებული გახდა რამდენიმე თამაში გამოეტოვებინა.

2010 წლის ბოლოს, მესიმ გოლის გატანა ასევე ვერ შეძლო "რეალ სოსიედადისა" და "ესპანიოლის" კარში. სათასო შეხვედრაში კი, რომელსაც კატალონიელები "ატლეტიკის" წინააღმდეგ მართავდნენ, მესი სათადარიგო სკამებზე აღმოჩნდა. 2011 წლის პირველ შეხვედრაში, "ლევანტეს" წინააღმდეგ იგი მოედანზე არც კი გამოჩენილა. "ატლეტიკთან" საპასუხო შეხვედრაში არგენტინელმა მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მის მაგივრად გოლის გასატანად თავი ერიკ აბიდალმა შეიწუხა.

გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში, როდესაც გუნდი "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალში გადის, ლეო გოლს ყოველთვის იტანს. ასე იყო "ლიონთანაც" და ასე იყო "შტუტგართანაც". "მეთოფეები" კი რატომ გახდებიან გამონაკლისები და ალბათ "ნოუ კამპზე" ლეოს გატანილი გოლი არ აცდებათ.

შეგახსენებთ, რომ შარშან მეოთხედ–ფინალში კატალონიელები "არსენალს" დაუპირისპირდნენ. საპასუხო შეხვედრა მაშინაც ბარსელონაში იმართებოდა, სადაც თავი სწორედ არგენტინელმა თავდამსხმელმა იჩინა და პოკერის შესრულბაც შეძლო. ამით კი ისეთი ფეხბურთელების გვერდით დადგა, როგორიცაა მარო ვან ბასტენი, სიმონე ინძაგი, ანდრეი შევჩენკო და რუუდ ვან ნისტელ როი.
ნანახია: 1507 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz