amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » მძიმე დასაწყისი – მძიმე ბრინჯაო
4:11 PM მძიმე დასაწყისი – მძიმე ბრინჯაო |
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სეზონი წარუმატებლად გახსნა. გასულ უქმეებზე, თურქეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო ტურნირები გაიმართა და მათში მონაწილეობა ოცამდე ქართველმა მიიღო. მათი საერთო მონაგარი კი ერთადერთი ბრინჯაოა. მთავარმა მწვრთნელმა, ბეგი დარჩიამ სტამბოლურ განაცხადში 15 შეგირდი შეიყვანა: ზურაბ მაჭარაშვილი (55 კგ), ირაკლი ჭოჭუა (60 კგ), არჩილ თურმანიძე, მუხრან მაჭუტაძე, რევაზ ლაშხი (სამივე 66 კგ), გიორგი დათუნაშვილი, ილია გულბათაშვილი, ანტონ მამაგეიშვილი (74 კგ), მათე სოფაძე, გიორგი ცირეკიძე (84 კგ), სოლომონ გიკაშვილი, სოსო ჯაბიძე, ვლადიმერ ქარჩავა (96 კგ), გურამ ფერსელიძე და რევაზ ჭელიძე (120 კგ). კრეტეიში კი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა გეწაძემ 3 კლასიკოსი იახლა: მანუჩარ კვირკველია (74 კგ), რამაზ ნოზაძე (96 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ). კვარცხლბეკზე ასვლა დიმიტრი ჯავახიშვილმა შეძლო. ცნობისთვის, ფრანგულ ტურნირში 7-მა მძიმეწონოსანმა მიიღო მონაწილეობა.
|
ნანახია: 887 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|