amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » მასკერანო ტორესის ტრანსფერმა დაამწუხრა
1:14 AM მასკერანო ტორესის ტრანსფერმა დაამწუხრა |
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ჩამშლელი ნახევარმცველი ფიქრობს, რომ ესპანელი თავდამსხმელი დამნაშავე არ არის და იგი არ იმსახურებს ასეთ უმადურ მოპყრობას "მერსისაიდული" კლუბის ფანებისგან.
ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ იგი ძლიერ დამწუხრებულია მისი ყოფილი თანაგუნდელის ტრანსფერის გამო, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ეს მისთვის გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა: "როდესაც კლუბს დასჭირდა, ეს ნაბიჯი მეც გადავდგი და დარწმუნებული ვარ, ფერნანდოც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა. ფანების საქციელმა ძალიან გამაკვირვა. ერთი შეხედვით, შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ იმ მაისურის პატრონმა სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა."
ხავიერმა ყველაფერი გააკეთა, რათა მისი დიდი ხნის მეგობარი დაეცვა და ლივერპულელ ფანებს მოუწოდა გაიხსენონ ის ამაგი, რაც "ელ ნინიოს" მათი კლუბისთვის 4 სეზონის განმავლობაში გაუკეთებია.
მასკერანო თვლის, რომ კლუბი და პრესა არ უნდა ძაბავდეს ურთიერთობას ფეხბურთელებსა და ფანებს შორის, პირიქით მათი მოვალეობაა, ეს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, უკიდურეს შემთხვევაში კი, მშვიდობიანად დასრულდეს.
"ფერნანდო ბევრჯერ გამოსულა მინდორზე მაშინ, როდესაც მას ტრავმა აწუხებდა ან ფორმაში არ ყოფილა და ამას იგი "ლივერპულისა" და მისი ფანების სიყვარულით აკეთებდა. ეს ყველაფერი ლივერპულში ასე ადვილად არ უნდა დაევიწყებინათ. მეტსაც ვიტყვი, ფერნანდოსთან ერთად სხვა რამდენიმე ფეხბურთელსაც უმადურად მოექცნენ." - დაასრულა გულნატკენმა არგენტინელმა.
|
ნანახია: 823 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|