პარასკევი, 2024-03-29, 12:04 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 7 » ქეცბაია შეგირდებს სრულად სამშაბათს შეკრებს
5:48 PM
ქეცბაია შეგირდებს სრულად სამშაბათს შეკრებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, სომხეთის ნაკრებთან, ლიმასოლში, 9 თებერვალს გასამართი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ქეცბაიას შეგირდები ლიმასოლის ტურისტულ ნაწილში განლაგებულ სასტუმრო "პოსეიდონ ბიჩში” დაბინავდნენ, სადაც სომხეთის ნაკრებიც იცხოვრებს.
კვირას, 18:00 საათზე, ქეცბაიამ პირველი ვარჯიში ჩაატარა და მის განკარგულებაში 8 ფეხბურთელი იყო: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, ზურაბ ხიზანიშვილი, გოგიტა გოგუა, ჯაბა კანკავა, ლაშა სალუქვაძე, მათე ვაწაძე და ლევან კაკუბავა. გვიან ღამით ნაკრებს შეუერთდნენ: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი მერებაშვილი, მურთაზ დაუშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი და დავით კვირკველია. მომავალ შეხვედრაში გამოირიცხა ჰაიფას "მაკაბის” თავდამსხმელის, ლადო დვალიშვილის თამაში, რომელსაც ისრაელის ჩემპიონატის ბოლო ტურში კუნთი დაეჭიმა. ქეცბაიას გადაწყვეტილებით, ნაკრები თამაშამდე დღეში ერთხელ, 18:00 საათზე ივარჯიშებს. სფფ-ს ვებ-გვერდის ცნობით, გუნდი სრული შემადგენლობით სამშაბათს შეიკრიბება. მომავალი სპარინგისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები მოემზადებიან:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი”, რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო” თბილისი);
მცველები: ლაშა სალუქვაძე ("ვოლგა”, რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი”, ჰოლანდია), კახა კალაძე ("ჯენოა”, იტალია), ალეკო ამისულაშვილი ("კაისერისპორი”, თურქეთი), აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი”, რუმინეთი), ლევან კაკუბავა ("დინამო” თბილისი), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი”, ინგლისი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("დნიპრო”, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი), დავით კვირკველია ("პანიონიოსი”, საბერძნეთი), სანდრო გურული ("კარპატი”, უკრაინა), გოგიტა გოგუა ("ვოლგა”, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა”, სერბეთი), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა”, გერმანია);
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე”, გერმანია), მათე ვაწაძე ("ვოლგა”, რუსეთი), დავით სირაძე ("სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი).
ნანახია: 864 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz