amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 20 » “კიევო” 1–2 “მილანი”
7:37 PM “კიევო” 1–2 “მილანი” |
დღეს "ანტონიო ბენტეგოდის” არენაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "კიევოსა” და "მილანის” ფეხბურთელები. მატჩი მეტად სანახაობრივი და დაძაბული აღმოჩნდა, საბოლოოდ კი ალეგრის შეგირდებმა იმარჯვეს ანგარიშით 1–2. "მილანელებმა” თამაში აქტიურად დაიწყეს, რასაც მოჰყვა გოლი 25–ე წუთზე რობინიოს შესრულებით. მეორე ტაიმში შეხვედრა სრულ თანაბარდობაში მიმდინარეობდა, ხოლო გელსონ ფერნანდესმა წონასწორობა აღადგინა. ახლად შემოსულმა ალეშანდრო პატომ კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა და "როსონერის” მორიგი სამი ქულა მოაპოვებინა. ამგვარად, "შავ–წითლები” ინარჩუნებენ ლიდერის სტატუსს ჩემპიონატში.
|
ნანახია: 851 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|