amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » კანონზომიერების მსხვერპლნი
9:06 PM კანონზომიერების მსხვერპლნი |
"მალაგა", "რასინგი", "ერკულესი", "ატლეტიკო მადრიდი", "მალიორკა", "ატლეტიკ ბილბაო" და "ბარსელონა" – ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელთა წინააღმდეგაც ხიხონელებმა 2011 წელს "გაილაშქრეს" და ყველასგან მოულოდნელად ძალიან კარგი შედეგიც აჩვენეს. 2011 წლის პირველი მატჩი "მალაგას" წინააღმდეგ წარუმატებელი აღმოჩნდა და "სპორტინგის" ფეხბურთელებმა ეს შეხვედრა დათმეს. ამის შემდეგ იყო "რასინგი". გუნდი, რომელთანაც ხიხონელებმა ფრედ, 1–1 ითამაშეს. ამ ფრეს კი ზედიზედ 3 გამარჯვება, შესაბამისად "ერკულესთან", "ატლეტიკო მადრიდთან" და "მალიორკასთან" მოყვა, რაც "სპორტინგისთვის" ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა, ეს სამი გამარჯვება არც წარუმატებლობისგან იქნა მივიწყებული და 5 თებერვალს გუნდმა ბასკურ "ატლეტიკთან" დათმო შეხვედრა. 12 თებერვალი კი წესით და რიგით კიდევ ერთი წარუმატებლობის, ხოლო კანონზომიერებით, კიდევ ერთი ფრედ დასრულებული შეხვედრის დღე უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ხიხონელებმა წესის და რიგის დაცვა მაინც და მაინც არ მოიწონეს და ისევ კანონზომიერების დაცვის სურვილი გაუჩნდათ...
ამ კანონზომიერების დაცვის სურვილის მსხვერპლი კი არც მეტი, არც ნაკლები, კატალონიის "ბარსელონა" აღმოჩნდა. გუნდი, რომელმაც მოახერხა და ნახევარი საუკუნის წინ, დი სტეფანოს "მადრიდის" მიერ დამყარებული რეკორდი დაამხო. კატალონიელებმა "პრიმერაში" ზედიზედ 16 შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, რაც საოცარი შედეგია. ამ გამარჯვებების სერიის გაგრძელებას კი ხელი გუშინ, 23 საათზე, მანოლო პრესიადომ, პრესიადოს შეგირდებმა და "ელ მოლინიონზე" შეკრებილმა პუბლიკამ შეუშალელს...
მიგელ ანხელ პერეს ლასას სასტვენის ხმა ზუსტად 23 საათზე გაისმა. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ დროს მთავარ არბიტრს არაფერი შეშლია და ყველაფერი "ხუთიანზე" გააკეთა. მან სამართლიანად ჩასტვინა, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ შემთხვევებში. თუმცა, ის ხომ ესპანელია და ალბათ ამით ყველაფერი ნათქვამია. როგორც ყოველთვის, გაურკვეველი დარჩა ის, თუ რომელ გუნდს უფრო ემხრობოდა...
ლასას სასტვენის უსამართლო "წივილი" იქით იყოს და ახლა უშუალოდ მატჩზე გადავიდეთ. შეხვედრის დაწყება კატალონიელებმა ჩვეულ სტილში განიზრახეს, მაგრამ ხიხონელები რის ხიხონელები იქნებოდნენ ეს, რომ მათთვის ეცლიათ და საკუთარ კარში 5 გოლი მიეღოთ (შეგახსენებთ, რომ "სპორტინგი" სამეფო კლუბია). "ბარსა" უტევდა და ამის შემყურე "რეალ სპორტინგის" ფეხბურთელებმაც გადაწყვიტეს შეტევების წარმოება. ამ შეტევების წარმოების მცდელობებს კი მეთექვსმეტე წუთზე მასპინძლების კონტრ–შეტევა მოყვა. მარცხენა ფლანგზე ბურთი დავიდ ბარალმა მიიღო, რის შემდეგაც მას პიკესთან შებრძოლება მოუწია. ხერარდს კი ბარალის შეჩერების ძალა არ ეყო და ვალდესის კარის ბადეც პირველად შეწუხდა. "ბარსას" მიერ გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან, კატალონიელების კარის დალაშქვრა მხოლოდ 1–ხელ შეძლეს და ამ ერთადერთი გოლის ავტორნიც ხიხონელები გახდნენ. ამ გოლის შემდეგ "ბარსა" ცდას არ აკლებდა და კუელიარისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდა, თუმცა არა ისეთის, როგორიც საჭირო იყო, რაც ხიხონელი მცველების დიდი დამსახურება გახლდათ. პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმი კატალონიელებმა იბრაჰიმ აფელაის გარეშე დაიწყეს. პეპმა მის ნაცვლად მოედანზე პედრო როდრიგესი გამოუშვა. ცვლილებები იყო პრესიადოს გუნდშიც. ახლა ხიხონური გუნდის ყველა ფეხბურთელი კუელარის კარის დაცვას ცდილობდა, რასაც ბევრი გასამართლებელი მიზეზიც აქვს. კატალინიელები ხომ ვალდესიანად უტევდნენ მათ და სხვა გზა უკვე აღარ ქონდათ. ყველა ცდილობდა კუელარის კარის დალაშქვრას, ყველა, მაგრამ ამას ვერავინ ახერხებდა. ვერავინ ახერხებდა ისევ და ისევ იმ გაუვალი კედლის წყალობით, რომელიც პრესიადოს შეგირდებს ქონდათ აღმართული. თუმცა, ეს კედელი იქამდე დარჩა გაუვალი, სანამ ვილია გოლს გაიტანდა. ეს ყველაფერი კი მეოთხმოცე წუთზე მოხდა, როდესაც ლეო მესის შესანიშნავი თამაშის შემდეგ ბურთი ესპანელ ფორვარდს მიუვიდა და რომლის შემყურე დაბნეულ კუელაარს თავისი კარი მიევიწყებინა, რადგანაც ლეოს თამაშის ახლოდან ხილვა ქონდა განზრახული, რითიც ვილიამ ისარგებლა, ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიშიც გაათანაბრა.
თამაშის მოსაგებად 10 წუთიღა იყო დარჩენილი და "რეალ სპორტინგის" დაცვაც ნელ–ნელა უფრო და უფრო "გასავალი" ხდებოდა. ყველაზე რეალური შანსი კი პედრო როდრიგესს ქონდა, მაგრამ მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა და მატჩი ფრედ, 1–1 დასრულდა. ეს ფრე კი, როგორც მატჩის შემდეგ ხიხონელთა დამრიგებელმა აღნიშნა, მასპინძლებისთვის გამარჯვებას უდრიდა. ახლა კი მთავარია კატალონიელებმა მალე დაივწიყონ მატჩი, რომელიც სანაკრებო მატჩების შემდეგ პირველი იყო და რომელიც მათ ფრედ დაასრულეს და მთელი ყურადღება "ჩემპიონთა ლიგის" მატჩზე გადაიტანონ, რომლის გასამართადაც ისინი ლონდონს ესტუმრებიან. "ბარსელონა" "ჩემპიონთა ლიგის" მერვედ–ფინალური მატჩის პირველ შეხვედრას 16 თებერვალს, 23 საათსა და 45 წუთზე, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ გამართავს.
მართალია კატალონიელების ბურთს ფლობა 81%–ს შეადგენდა, ხოლო "სპორტინგის" მხოლოდ და მხოლოდ 19%–ს. მართალია კატალონიელებმა ხიხონელთა კარში ბურთი 15–ჯერ გადაგზავნეს, ხოლო მასპინძლებმა სტუმრების კარში მხოლოდ 7–ჯერ დაარტყეს. მართალია პეპის შეგირდებმა კუთხურის ჩამოსაწოდებლად თავი 10–ჯერ შეიწუხეს, ხოლო პრესიადოს შეგირდებმა სულ რაღაც ერთხელ, მაგრამ ხიხონელებმა მოინდომეს, მოინდომეს და გაიმარჯვეს. მართალია შეხვედრა ფრედ, 1–1 დასრულდა, მაგრამ მათ ხომ ეს დაიმსახურეს. დაიმსახურეს თავიანთი თავდადებისა და იმ "ჭკვიანური" თამაშის წყალობით, როგორც მათ ითამაშეს. ასე, რომ მივულოცოთ ეს 1–ქულიანი გამარჯვება ხიხონელებს და ამ კანონზომიერების გაგრძელება ვუსურვოთ. მათ ხომ ეს დაიმსახურეს...
|
ნანახია: 875 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|