ურუგვაელი შემტევის დამატებას იუვე არენდის წესით გეგმავს. როგორც გამოცემა marca იტყობინება,''როხიბლანკოს''გასული მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის გასხვისება,თანაც არენდით, არ აწყობს და თუ ფორლანის სხვაგან გადასვლაზე მიდგება საქმე, მზადაა, სამხრეთ ამერიკელი 15 მილიონი ევროს საფასურად დათმოს. ასეთი თანხის გაღებას და წლიური 4 მილიონი ევროს გადახდას ''ბებერი ქალბატონის'' ხელმძღვანელობა არ აპირებს. სწორედ ამ ოდენობის თანხას იღებს დიეგო ფორლანი მადრიდის ატლეტიკოში.
ასევე გავრცელდა ცნობა იუვეს ანტონიო დი ნატალეს მიმართ დაინტერესებაზე. ''უდინეზეს'' ფორვარდს წლევანდელ სეზონში 18 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი და იტალიის ჩემპიონატში ბომბარდირთა სიაშია.
აღსანიშნავია, რომ ტურინელებს დი ნატალეს გადაბირება შარშანაც სურდათ, მათ უდინეზეს 5.5 მილიონი ევროც კი შესთავაზეს მაგრამ უდინეზესგან და ცალკე დი ნატალესგან უარი მიიღეს.