უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირებული ანგარიში შეხვედრის მიმდინარეობას არ ასახავს. „ბარიმ" ჩემპიონს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. მილანელებმა მეტოქე მხოლოდ შეხვედრის ბოლო 20 წუთში გატეხეს, სამიდან 2 გოლი კი, სულაც დამატებულ წუთებზე გაიტანეს.
პირველი ნახევრის ერთადერთი გამოსარჩევი მომენტი მასპინძელთა შანსი იყო. მე-10 წუთზე, ალმირონის მიერ ბრწყინვალედ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას ჟულიო სეზარის არანაკლები რეაქცია მოჰყვა. მე-2 ნახევარი ძალზე არასასიამოვნო ფაქტით დაიწყო. სტუმართა მცველმა, კრისტიან კივუმ როსის მუშტი პირდაპირ სახეში ჩაარტყა და მართალია, ეს ეპიზოდი მსაჯებს გამოეპარათ, მაგრამ რუმინელი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას მაინც ვერ გადაურჩება.
რაც შეეხება გოლებს. ანგარიში 70-ე წუთზე გაიხსნა მას შემდეგ, რაც ხარჯამ ეტოოს გადაცემა მიიღო და მეკარის საჯარიმოს კუთხიდან ჟილე პირველად დაამწუხრა. მიმდინარეობდა უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო, როდესაც „ინტერმა" „ბარი" კონტრ-შეტევაზე დაიჭირა, ხოლო საჯარიმოს ხაზთან ბურთით დარჩენილმა პაცინიმ, „ინტერის" მაისურით, მე-2 თამაშში მე-3 ბურთი გაიტანა. ამ გოლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ მილანელები შინ 3 ქულით ბრუნდებოდნენ, მაგრამ ისინი მაინც არ გაჩერდნენ და მალევე საკმაოდ ლამაზი გოლიც გაიტანეს. მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილმა ძანეტიმ, საპირისპირო მხარეს მყოფი ხარჯა მოძებნა, მაროკოელმა კარის წინ მყოფ სნეიდერს მხრით უპასა, ჰოლანდიელს კი, ახლო მანძილიდან, შეხვედრისთვის წერტილის დასმა არ გასჭირვებია.
ბარი,"სან ნიკოლა”40000
ბარი-ინტერი 0:3 (0:0)
ბარი(4-3-1-2): ჟილე, მაზიელო, გლიკი (რივასი 90), როსი, პარიზი, გაცი, ალმირონი, დონატი, ბენტიავოლიო, რუდოლფი (ჰუზეკლეპი 69), ოკაკა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
ინტერი(4-3-3): სეზარი, მაიკონი, რანოკია, მატერაცი, კივუ, ძანეტი, მოტა, ხარჯა, მილიტო (სნეიდერი 61), პაცინი, ეტოო (კამბიასო 87)
მწვრთნელი: ლეონარდო
გოლები: 0:1 ხარჯა (70), 0:2 პაცინი (90), 0:3 სნეიდერი (90)
გაფრთხილება: ბენტავოლიო 23, გლიკი 43, პარიზი 61 - რანოკია 9, მოტა 48, მატერაცი 76, ეტოო 88
მსაჯი: ანდრეა რომეო
დარტყმა10 (4)-14 (7); ჯარიმა15-8; კუთხური2-3; თამაშგარე3-1; ბურთისფლობა49%-51%; სეივი4-4