შაბათი, 2024-04-27, 7:17 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ინძაგის ინტერვიუ
0:46 AM
ინძაგის ინტერვიუ

"მილანის" იტალიელმა, ვეტერანმა თავდამსხმელმა, ფილიპო ინძაგიმ"www.goldenfoot.com"-თან ინტერვიუში, ისაუბრა თავისი კარიერის ყველაზე ბედნიერ მომენტებზე და ასევე სხვა თემებსაც შეეხო:

თქვენ ბევრი გულშემატკივარი გიჭერთ მხარს, ბედნიერი ხართ ამ ამბის გამო?

- "რა თქმა უნდა, მე ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მიდგას. მე მათი მხარდაჭერა მმატებს ძალას, რომ გავაგრძელო ჩემი საფეხბურთო კარიერა იმის მიუხედავად რომ სერიოზული ტრავმა მაწუხებს".

ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რა მოხდა 2005 წელს ლეგენდარული ფინალის დროს სტამბულში?

- "პრესა ამბობდა, რომ ჩვენ გამარჯვება ნაადრევად ვიზეიმეთ, მაგრამ არ მახსოვს რომ"მილანის" ფეხბურთელებს ესეთი რამ დამართნოდათ. მე მოედანზე არ ვიყავი, რადგან თამაშს ტრიბუნებიდან ვვადევნებდი თვალყურს. როდესაც გასახდელში შევედი, დაძაბულობა და სტრესი ვიგრძენი, რომელიც ოთახში სუფევდა".

გოლები, რომლებმაც უკვე 2007 წლის ფინალში გამარჯვება მოგაპოვებინათ.

- "რა თქმა უნდა, დუბლი ათენში. ორი მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი გოლი".

რომელია უკეთესი, თქვენ თუ რაული?

- "მე ის არ ვარ, ვინც ამ თემაზე იმსჯელებს. მე ვფიქრობ, რომ რაული შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობდა, მას აქვს ლეგენდარული კარიერა, ისევე როგორც მე და ეს ჯერ არ დასრულდება".

ვინ შთაგაგონათ თქვენ, რომ უნდა გამხდარიყავით "პიპო" ინძაგი?

- "ეს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებმა: მარკო როსიმ და მარკო ვან ბასტენმა შთამაგონეს".

რა გიბიძგებთ იმისკენ, რომ ამდენი გამარჯვებების და ტიტულების მოგების შემდეგ კიდევ განაგრძოთ თამაში?

- "ვნება და სიყვარული ამ სპორტის მიმართ, რომელიც ყველაზე მიმზიდველი სპორტია მთელს მსოფლიოში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამდენი წელია ვთამაშობ ფეხბურთს მაღალ დონეზე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავისახო ახალი მიზნები".

რაზე ფიქრობთ, როდესაც მეკარესთან პირისპირ რჩებით?

- "ასეთ წუთებში არ მაქვს ბევრი საფიქრალი დრო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთო ყველაფერი გოლის გასატანად!"

"სერია-აში" თქვენი კარიერის მანძილზე, გამუდმებით თამაშგარის ზღვარზე თამაშობდით.

- "იტალიის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის და მე ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წელია აქ ვთამაშობ. თამაშგარის ზღვარზე თამაში? ეს ჩემი თამაშის სტილია".

გიფიქრიათ, რომ თქვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდებოდით? საიდან მოდის ამდენი ენერგია, როდესაც გატანილ გოლს აღნიშნავთ?

- "როდესაც პატარა ვიყავი, არ მეგონა თუ ასეთ წარმატებას მივაღწევდი, თუმცა ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. რაც შეეხება გოლების აღნიშვნას, ეს ჩემთვის განსაკუთრებული შეგრძნებაა, რადგან ამით ჩემს გულშემატკივრებს ძალიან ვახარებ".

რომელი ყოფილი "მილანის" ფეხბურთელი გაკლიათ ყველაზე მეტად?

- "რა თქმა უნდა კაკას. ის კარგი ადამიანი და მეგობარია, ასევე რიკი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მთელს მსოფლიოში".

2003 წელს 30 გოლის გატანა მოახერხეთ. ბევრი ადამიანი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ მაშინ თქვენ იმსახურებდით ოქროს ბურთის მოგებას. 

- "დიახ, ეს შესანიშნავი და დაუვიწყარი სეზონი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამას"მილანში" მივაღწიე".

შესაძლებელია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდეთ?

- "ამ თემაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან მე ჯერ კიდევ ვთამაშობ და ვითამაშებ, მანამ სანამ ეს ჩემს სხეულს შეეძლება. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მსურს დავრჩე საფეხბურთო გარემოცვაში".

რომელ მწვრთნელთან გქონდათ ყველაზე კარგი ურთიერთობა?

- "ჩემი კარიერის მანძილზე, ბევრი მწვრთნელი მყავდა, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული კარლო ანჩელოტი იყო, რომელიც ჩემი მწვრთნელი ტურინის"იუვენტუსში" და "მილანში" იყო. მან მე ძალიან ბევრი რამ მომცა და მე კარიერის საუკეთესო წლები სწორედ მასთან ერთად გავატარე, მისი ხელმძღვანელობით მოვახერხე არაერთი ტიტულის მოგება. ვიმედოვნებ, რომ იგივე გრძნობებს ახლანდელ მწვრთნელთან, მასიმილიანო ალეგრისთან ერთადაც განვიცდი".

მცირეოდენი რჩევა თქვენგან ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებსაც სურთ გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები.

- "ითამაშეთ ვნებით და დაიცავით წესები".
ნანახია: 805 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz