amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » იანვარი - წლის პირველი წარმატებული თვე
4:30 PM იანვარი - წლის პირველი წარმატებული თვე |
2011 წლის პირველი თვეც დასრულდა და "პრიმერა დივზიონში" შესაძლო 15 ქულიდან, კატალონიელებმა 15 ქულა მოიპოვეს. ამის გარდა კი "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მოახერხეს და "სამეფო თასის" ნახევარ ფინალში გავიდნენ...
მთლიანობაში "ბარსამ" იანვარში 9 თამაში ჩაატარა. აქედან 5 "ლა ლიგაში", ხოლო 4 "სამეფო თასზე". უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ამ ხუთი თამაშიდან კატალონიელებს ქულაც კი არ დაუკარგავთ და მეტიც, ქულა მათ "მალიორკასთან" ნაჩვენები ფრის შემდეგ არ დაუკარგავთ. ამ ხუთ თამაშში პეპის ფეხბურთელებმა მეტოქის კარის აღება 16–ჯერ მოახერხეს, ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ 2 მიიღეს. 3 შეხვედრაში გამარჯვება მათ საკუთარ მოედანზე ("ლევანტე", "რასინგი" და "მალაგა") შეძლეს, ხოლო 2–ჯერ გამარჯვება გასვლით შეხვედრაში ("ერკულესი" და "დეპორტივო") მოიპოვეს.
მართალია პეპ გვარდიოლას შეგირდები გოლებს გოლებზე იტანდნენ და ქულებს ქულებზე იმატებდნენ, მაგრამ ამისდა მიუხედავად ჟოზე მაურინიოს "მადრიდმა" "მოახერხა" და ქულები დაკარგა. 15 ქულიდან მათ მხოლოდ 10–ის მოპოვება შეძლეს, რის გამოც ახლა ისინი კატალონიურ კლუბს 7 ქულით ჩამორჩებიან.
"პრიმერა დივიზიონთან" ერთად იანვარი სათასო შეხვედრებისთვისაც წარმატებული აღმოჩნდა. "სამეფო თასზე" გამართული 4 შეხვედრაში კატალონიელებმა 13 გოლის გატანა მოახერხეს. რთული აღმოჩნდა 2011 წლის "სამეფო თასის" პირველი შეხვედრა, რომელიც "ბარსამ" "ატლეტიკ ბილბაოს" წინააღდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, 1–1 დასრულდა. ერიკ აბიდალის წყალობით "ბარსელონა" მეოთხედ–ფინალს მიუახლოვდა, სადაც "რეალ ბეტისი" ელოდა. გუნდი, რომელიც კატალონიელებთან ჯერ 5–0 დამარცხდა, შემდეგ კი "ბარსელონას" დამარცხება საკუთარ მოედანზე ანგარიშით, 3–1 მოახერხეს. "ბარსას" რიგებიდან თავი ყველაზე მეტად ლეო მესიმ გამოიჩინა, რომელმაც "ბეტისის" კარის აღება 2 მატჩის ჯამში 4–ჯერ შეძლო.
იანვარი ძალიან კარგად და შედეგიანად დასრულდა. "ბარსელონა" "პრიმერაში" უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს და ნახევარ–ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ალმერიასთან" დაფიქსირებული 5–0-ით ფაქტობრივად უკვე ფინალური შეხვედრის საგზური განაღდებული აქვს.
"ლა ლიგა"
"ბარსა" – "ლევანტე" 2–1 "დეპორტივო" – "ბარსა" 0–4 "ბარსა" – "მალაგა" 4–1 "ბარსა" – "რასინგი" 3–0 "ერკულესი" – "ბარსა" 0–3
"სამეფო თასი"
"ატლეტიკი" – "ბარსა" 1–1 "ბარსა" – "ბეტისი" 5–0 "ბეტისი" – "ბარსა" 3–1 "ბარსა" – "ალმერია" 5–0
გოლეადორები
ლეო მესი – 10 პედრო როდრიგესი – 8 დავიდ ვილია – 4 ანდრეს ინიესტა – 3 სეიდუ კეიტა – 2 ერიკ აბიდალი – 1
|
ნანახია: 917 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|