amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » გატუზოს მონანიება
2:07 PM გატუზოს მონანიება |
სამშაბათს გამართული "მილანისა" და "ტოტენჰემის" საჩემპიონთალიგო დაპირისპირებისას მოედანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. განსაკუთრებით "როსონერის" კაპიტანი, ჯენარო გატუზო აქტიურობდა, რომელიც შეხლა-შემოხლის მონაწილე არაერთხელ გახდა. ყველაზე უსიამოვნო ინციდენტი "მილანის" ნახევარმცველსა და "ტოტენჰემის" ერთ-ერთ მწვრთნელს შორის მოხდა - მეორე ტაიმის შუაში, გატუზომ ჯო ჯორდანს ყელში ხელი წაუჭირა და რედნაპის თანაშემწე მძლავრად გაიქნია, თამაშის დასრულების შემდეგ კი, რინო კიდევ ერთხელ მივარდა ასაკოვან სპეციალისტს და მას სახეში თავი ჩაჰკრა. "საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. მინდა ვაღიარო, რომ არასწორად მოვიქეცი. ჩემს საქციელს გამართლება არ გააჩნია. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ჯორდანი ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდი. არ მსურს, პრესამ შეიტყოს იმ საუბრის შესახებ, რაც ჩემსა და ჯორდანს შორის იყო. ამიტომ, კონფლიქტის კონკრეტული დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ. კიდევ ერთხელ ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ და მზად ვარ უეფას სადისციპლინო კომიტეტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილო" - La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტთან საუბრისას ასე მოინანია საკუთარი საქციელი გატუზომ. ბოლოს შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა "ტოტენჰემმა" 1:0 მოიგო. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 2 კვირის შემდეგ ლონდონში გაიმართება.
|
ნანახია: 1561 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|