შაბათი, 2024-12-21, 8:54 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 7 » გასაოცარი და შოკისმომგვრელი
12:02 PM
გასაოცარი და შოკისმომგვრელი

ასე ხდება პიროვნებების დაბადება, დაბადება იმ პიროვნებებისა, რომლებიც თავიან ეპოქას, საკუთარ ხელოვნებას ასახიერებენ. მუსიკაზე საუბრისას, მოცარტს ვიხსენებთ, მეცნიერებაზე საუბრისას აინშტაინს, ხოლო კინემატოგრაფიის აღორძინების ეპოქა ფელინის, ბერგმანისა და ტარკოვსკის გვარებს უკავშირდება.
ათასობით მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არამარტო ამ ხალხის მიღწევების დაკნინების სურვილი აქვთ, არამედ მათ სიდიადეშიც შეაქვთ ეჭვი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ვერანაირი ლამაზი სიტყვებითა და ორიგინალური მოსაზრებებით ვერ შეცვლი იმას, რაც მათმა გენიამ შექმნა და აღიარებულ იქნა. 
მესის ისტორია ავიღოთ. არგენტინელის კულტის დაბადება, ყველა დანარჩენს ჰგავს. ის მუდამ წინა პლანზეა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობს და რეგულარულად იმსახურებს აღიარებას, ლეო საკუთარი თამაშის ჩვენებას აგრძელებს, ჰბადებს, ანვითარებს და ხვეწს საკუთარ ხელოვნებას, რომელიც დიდი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.
და როდესაც ჩვენ მორიგი მატჩი-შედევრის შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფნი, ვამბობთ "უნიკალურია", ჩვენდაუნებურად ამ სიტყვის ძირეულ მნიშვნელობას ვივიწყებთ, მაგრამ მესის შემთხვევაში გვეპატიება, რადგან სწორედ საფეხბურთო ტალანტის განსაკუთრებულობის ხარჯზე აგროვებს არგენტინელი ჯილდოებს და სიცოცხლეშივე განადიდებს საკუთარ სახელს, ქანდაკებას იდგამს - მყარს, დიადს, უნიკალურს.
მესი ჩვენი ეპოქის, ჩვენი დროის სარკეა. ინდივიდუალისტი, ამ სიტყვის კარგი გაგებით. მას არ სჭირდება ყველა კუთხეში ამის ძახილი. ის უბრალოდ საყვარელ თამაშს თამაშობს, თამაშს, რომელიც ყველაზე უკეთ გამოსდის. გაზეთების ფურცლებზე მესი არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც საფეხბურთო მოქმედების შემქმნელი ისე ხვდება.

ძველი ეპოქა, ახალმა შეცვალა. სპორტი ბევრად უფრო პროფესიონალური გახდა და დღეს, პირობით გენიოსებს ყველა პირობაა აქვთ იმისათვის, რომ თავიანთი ქმნილებები უშუალოდ იმ გარემოში შვან, სადაც ბინადრობენ. ზღვარი და საზღვრები წაიშალა, მსოფლიო გახსნილია ადამიანის თვალისთვის, მთელი თავისი მრავალფეროვნებით. 
ვინმეს რაიმეთი გაკვირვება, თითქოსდა შეუძლებელია. შესაძლოა, სწორედ ამიტომაა მესის მიღწევები და სათამაშო შესაძლებლობები, რომლებსაც მედლის მეორე "ბნელი" მხარე არ გააჩნია, ორმაგად ფასეული. ისინი როგორღაც მაინც გვაოცებენ.
მეჩვენება, რომ მესი ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ რეალური ადამიანი იყოს, მაგრამ სწორედ ამიტომ მიესადაგება მას და არა სხვა ვინმეს, განსაზღვრება - "ჩვენი დროის გმირი". იმ დროისა, რომელშიც ყველა ადამიანური ნაკლია გამოვლენილი, რომელშიც ვინმეს გაკვირვება და შოკირება შეუძლებელია, რომელშიც პოპულარობას უნდა გაენადგურებინა და ფეხქვეშ გაეთელა მისი ტალანტი, როგორც ბუნების მოვლენა. 
ჩვენს ცინიკურ საუკუნეში მესის გამოჩენა, ნიჭისა და გენიის, გულწრფელობისა და სამართლიანობის, ფეხბურთის, როგორც ხელოვნების ნაირსახეობის, სენსაციური გამარჯვების დამადასტურებელი საბუთია. ეს კი, დამეთანხმეთ, გასაოცარი და შოკისმომგვრელია.
ნანახია: 897 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz