პარასკევი, 2024-04-19, 12:28 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ეშლი კოული ინგლისის ნაკრებში საუკეთესოა
1:27 PM
ეშლი კოული ინგლისის ნაკრებში საუკეთესოა

"ჩელსის" მარცხენა მცველი, ეშლი კოული ინგლისის ნაკრების წლის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს. იგი ეროვნული გუნდის იმ უიშვიათეს ფეხბურთელთა რიცხვს მიუკუთვნება, ვის მიმართაც მსოფლიო ჩემპიონატზე პრეტენზია არავის ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელოს მიერ გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები სამხრეთ აფრიკის მუნდიალს მერვედფინალიდან გამოეთიშა (გერმანიასთან 1:4 დამარცხდა).
ბოლო პერიოდში კოულს არაერთი ახალგაზრდა კონკურენტი გამოუჩნდა. ლეიტონ ბეინისი, კირან გიბსი და კაილ უოკერი რეალურად აცხადებენ პრეტენზიას ინგლისის ნაკრებში ადგილის დამკვიდრებაზე, თუმცა, 30 წლის კოულის პოზიცია ჯერჯერობით ურყევია. გასულ წელს ინგლისელთა მიერ გამართული 12 ოფიციალური შეხვედრიდან, "ჩელსის" განაპირა მცველმა მონაწილეობა 9-ში მიიღო და ყველა მათგანი მაღალ დონეზე ჩაატარა.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე გულშემატკივართა შორის მოწყობილი გამოკითხვა კოულმა დამაჯერებლად მოიგო. მეორე ადგილზე "ლივერპულის" კაპიტანი, სტივენ ჯერარდი გავიდა, ხოლო მესამე შედეგი "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ადამ ჯონსონს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ეს გამოკითხვა უკვე მერვედ ჩატარდა და წელს პირველად მისი გამარჯვებული მცველი გახდა. ბოლოს დავამატებთ, რომ 2004-05 წლებში ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად ფრენკ ლამპარდი დასახელდა, შემდეგ პრიზის მფლობელები ოუენ ჰარგრივზი და სტივენ ჯერარდი გახდნენ, 2008-09 წლებში ესტაფეტა უკვე უეინ რუნიმ გადაიბარა, ხოლო 2003 წელს, აღნიშნული ჯილდოს პირველი ლაურეატი დევიდ ბექჰემი გახდა.
ნანახია: 902 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz