ხუთშაბათი, 2024-04-18, 11:30 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » დიქსონი ექსპერიმენტებს ლისაბონშიც განაგრძობს
12:14 PM
დიქსონი ექსპერიმენტებს ლისაბონშიც განაგრძობს

ესპანეთთან შედარებით "ბორჯღალოსნები” პორტუგალიას სახეცვლილი შეებმებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩი დიქსონმა ევროპის ერთა თასის მესამე ტურში, ლისაბონში, პორტუგალიასთან სათამაშოდ, თითქმის უძლიერესი შემადგენლობა კი გამოიძახა, მაგრამ ტრავმებმა თუ სანაკრებო კანდიდატთა უკეთ გაცნობის სურვილმა, ექსპერიმენტების ჩატარება მაინც აიძულა.

 ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად შვიდი ცვლილება განხორციელდა. 20 წლის ბექა ურჯუკაშვილს, ეროვნულ გუნდში დებიუტი 5 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ ჰქონდა. მან უკრაინელთა და ესპანელთა წინააღმდეგ, შეცვლებზე ითამაშა და ორივე შემთხვევაში ლელო გაიტანა, ახლა კი, დიქსონმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. უკანა ხაზში მეტი ცვლილება არ მომხდარა და პორტუგალიასაც ის ოთხეული შეუტევს, რომლებმაც ესპანეთის წინააღმდეგ თავი გამოიჩინეს. ნახევარდაცვაში, 10 ნომერზე "ძირითადში” იქნება ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილმა კი ადგილი სათადარიგოთა სკამზე დაიკავე. სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი. ვასილ კაკოვინს, იური ნატრიაშვილს და ანტონ ფეიქრიშვილს, დავით ზირაქაშვილი, აქვსენტი გიორგაძე და დავით ხინჩაგიშვილი ჩაანაცვლებენ - სავარაუდოდ, ეს "ბორჯღალოსანთა” უძლიერესი პირველი ხაზია. მეორე ხაზი წინა მატჩის მსგავსად უცვლელი დარჩა. მესამე ხაზში ძირითად შემადგენლობაში დარჩა შალვა სუთიაშვილი, ხოლო გია ლაბაძე სიმონ მაისურაძემ, გიორგი ჩხაიძე კი მამუკა გორგოძემ ჩაანაცვლა, რომელსაც ეროვნული გუნდის კვართი წელიწადზე მეტია არ მოურგია.
 ტრავმის გამო, დიქსონმა პირველხაზელი ფეიქრიშვილი, მეორეხაზელი ილია ზედგინიძე და გიორგი ნემსაძე და მესამეხაზელები - ლაბაძე და ბესიკ უდესიანი მოისაკლისა. გამოძახებული არაა მალხაზ ურჯუკაშვილი. ამჯერად, განაცხადში ვერ მოხვდნენ ბესიკ ხამაშურიძე და ვასილ კაკოვინი. სამაგიეროდ, გამოძახებულია მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონ "კლერმონში” გადავიდა და ამ გუნდის ესპუართა გუნდში თამაშობს. გუნდს დაუბრუნდა გოდერძი შველიძე და ირაკლი ჩხიკვაძე.
 სატურნირო თვალსაზრისით, ეს შეხვედრა ერთ-ერთი ცენტრალურია. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებმა, განვლილ 2 ტურში გამარჯვებები მოიპოვეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქართველებმა აუტსაიდერები - უკრაინა და ესპანეთი დიდი სხვაობებით დაამარცხეს, პირველს 10, ხოლო მეორეს 9 ლელო გაუტანეს და ორივე შემთხვევაში 4 და მეტი ლელოსთვის დაწესებული პრემიალური ქულები ჩაიწერეს. შედეგად, "ბორჯღალოსნები” ქულათა მაქსიმუმით (10), სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. პორტუგალიამ საპრემიო ქულის აღება ვერცერთხელ ვერ მოახერხა, მაგრამ მან უშუალო კონკურენტები - რუმინეთი და რუსეთი დაამარცხა და თუ ახლაც გამარჯვება მოიპოვა, მას თასს ვეღარავინ შეეცილება. გარდა სატურნიროსი, ლისაბონში, "სტადიო უნივერსიტარიოზე” გასამართ მომავალ ჯახს სარეიტინგო დატვირთვაც აქვს. ამჟამად, საქართველოს ნაკრებს 68,21 სარეიტინგო ქულა აქვს და XV ადგილს იკავებს, ხოლო პორტუგალია 63,81 ქულით მეოცეა. თუ "ბორჯღალოსნებმა” სტუმრად 15 ქულაზე მეტი სხვაობით იმარჯვეს, სარეიტინგო მონაგარს 1,29 ქულას შემატებენ და კანადას მე-14 საფეხურიდან დააქვეითებენ. მცირე ანგარიშით გამარჯვება ქართველებისთვის მხოლოდ 0,86 ქულის მომტანი იქნება და კვლავ XV ადგილზე დარჩებიან, მაგრამ ჩრდილოამერიკელებთან ჩამორჩენას მნიშვნელოვნად (0,12 ქულამდე) შეამცირებენ. ფრე საქართველოს ნაკრებს 2011 წლის ერთა თასზე პირველ ადგილს შეუნარჩუნებს და რეიტინგშიც XV საფეხურზე დარჩება, ოღონდ, ქულათა მარაგს 0,14 დააკლდება. ღმერთმა ნუ ქნას და ნებისმიერი სხვაობით მარცხი, იმის მანიშნებელი იქნება, რომ მომავალ ორშაბათს, "ბორჯღალოსნები” რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდებიან.
 საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები, ერთმანეთს აქამდე 14-ჯერ შეხვედრიან. 8 მატჩი "ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ პორტუგალიელებმა იმარჯვეს, ხოლო ორი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ლისაბონში, 26 თებერვლის ჯახი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლით იგეგმება.    

ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე
III ტური. 26 თებერვალი.
ლისაბონი. "სტადიო უნივერსიტარიო”. 19:00 საათი (თბილისის დრო)
პორტუგალია - საქართველო
პორტუგალია:
 15. ენტონიუ ეგილარი, 14. გონსელუ ფორუ, 13. ფრედერიკუ ოლივეირა, 12. პედრუ სილვა, 11. ჟოზე ლიმა, 10. ჯოზეფ გარდნერი, 9. პედრუ ლეალი; 8. ტიეგუ ჟირეუ, 7. ჟიულიან ბარდი, 6. ვეშკუ უვე, 5. გონსელუ უვა, 4. ჟუან სევერიანუ, 3, კრიშტიან სპეშუკი, 2. ჟოაუ კორეია (კაპ.), 1. ჟუან მურე.
სათადარიგოები: 16. ლიონელ კონპერნი, 17. ენთონი ელვეში, 18. რუი დორეი, 19. ჟაკ ლერუ, 20. ჟოზე პინტუ, 21. პედრუ კებრალი, 22. ფრენსიშკუ მირა.
მწვრთნელი: ეროლ ბრეინი (ახალი ზელანდია)
საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი ("ფიჟაკი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი მაჩხანელი ("მაკონი”, საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა ("ნიცა”, საფრანგეთი), 12. თედო ზიბზიბაძე ("პერიგო”, საფრანგეთი), 11. ლექსო გუგავა ("ლელო”, თბილისი), 10. ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე”, საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.) ("ოსერი”, საფრანგეთი), 8. მამუკა გორგოძე ("მონპელიე”, საფრანგეთი), 7. შალვა სუთიაშვილი ("მასი”, საფრანგეთი), 6. სიმონ მაისურაძე ("ვილერბანი”, საფრანგეთი), 5. ვახტანგ მაისურაძე ("სენ ნაზარი”, საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი ("ფიჟაკი”, საფრანგეთი), 3. დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი”, საფრანგეთი), 2. აქვსენტი გიორგაძე ("კასტრი”, საფრანგეთი), 1. დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. იური ნატრიაშვილი ("სტიაუა”, რუმინეთი), 17. გოდერძი შველიძე ("მონპელიე”, საფრანგეთი), 18. გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე”, საფრანგეთი), 19. ვიქტორ კოლელიშვილი ("კლერმონი”, საფრანგეთი), 20. ბიძინა სამხარაძე ("სტიაუა”, რუმინეთი), 21. ირაკლი ჩხიკვაძე ("აია”, ქუთაისი), 22. მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ დიქსონი (შოტლანდია)
რეფერი: კლაუდიო პასაკანტანდო (იტალია)

 
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა
 

1საქართველო 2200122-310
2პორტუგალია 220045-368
3რუსეთი  210147-455
4რუმინეთი  100117-241
5ესპანეთი200224-881
6უკრაინა 10013-620
ნანახია: 723 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz