როგორც მოგეხსენებათ ხოსეპ გვარდიოლამ ესპანეთის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. გუშინ "ხუენოს მედიტერანეოსზე" "ბარსელონას" თავის ისტორიაში საუკეთესო "სათადარიგოთა სკამი" ჰყავდა.
მარცხნიდან მარჯვნივ: ესპანეთის ნაკრების მეორე მეკარე ვიქტორ ვალდესი, თავდამსხმელი დავიდ ვილა, ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ("ოქროს ბურთის" ფინალისტი), თავდამსხმელი პედრო როდრიგესი და მცველი ჯერარდ პიკე (ყველა მსოფლიოს ჩემპიონი); მაღალი კლასის მცველი ერიკ აბიდალი და არგენტინელი ფორვარადი ლიონელ მესი (ზედიზედ ორჯერ "ოქროს ბურთის" მფლობელი).
აი სწორედ ამ ფეხბურთელებმა არ მიიღეს მონაწილეობა "ალმერიასთან" შეხვედრაში და "ბარსელონამ" ამის მიუხედავად მაინც 3:0 იმარჯვა. ეს მიუთითებს პირველ რიგში გვარდიოლას პროფესიონალიზმზე და შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელების ბრწყინვალე თამაშზე.