ორშაბათი, 2024-12-30, 8:32 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » დებიუტები, დუელები და გაგრძელებული სერიები
3:44 PM
დებიუტები, დუელები და გაგრძელებული სერიები

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროპის სტადიონები კვლავ სანაკრებო მატჩებს დაეთმო. გერმანიის ნაკრებს სულ ათი წუთი დააკლდა იტალიასთან 16-წლიანი მოუგებელი სერიის შესაწყვეტად; თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ამჯერად უკვე სანაკრებო დონეზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს; საფრანგეთმა ბრაზილიელთა დამარცხება ამხანაგურ შეხვედრაშიც მოახერხა და "სელესაოსთან" 19-წლიანი წაუგებელი სერია გააგრძელა; ესპანეთმა კი - "სანტიაგო ბერნაბეუზე", კოლიმბიელთა წინააღმდეგობის გატეხვა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხა.


გერმანია - იტალია 1:1
ეს ნაკრებები უკანასკნელად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ "სკუადრა აძურამ" დამატებითი დროის მიწურულს, მეტოქეს 2 გოლი გაუტანა (ფაბიო გროსომ და ალესანდრო დელ პიერომ) და ფინალში გააღწია, სადაც  პენალტების სერიაში საფრანგეთი დაამარცხა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა - ორივე გუნდს შეეცვალა მწვრთნელი, შემადგენლობა კი მნიშვნელოვნად გადახალისდა. განსაკუთრებით ეს იტალიას ეხება, რომლის ძირითადშიც, გუშინ, 2006 წლის ნახევარფინალის მონაწილეთაგან მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონი გამოჩნდა. გერმანელთა რიგებში "ვეტერანი" მეტი აღმოჩნდა - ფილიპ ლამი, პერ მერტეზაკერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ლუკას პოდოლსკი და მიროსლავ კლოზე 5-წლისწინანდელი მატჩის მონაწილეები არიან, რომელიც სხვათა შორის, ასევე დორტმუნდში გაიმართა.
გუშინდელი შეხვედრა ჩეზარე პრანდელის ფეხბურთელთა აქტიურობით დაიწყო. ისინი უმეტესად ფლანგებით უტევდნენ, მაგრამ გერმანელი მცველები მეტოქის იერიშებთან გამკლავებას ახერხებდნენ. შემდეგ კი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ფეხბურთში, ბურთი სწორედ შემტევი გუნდის კარში აღმოჩნდა. მიულერისა და იოზილის გათამაშებული კომბინაცია გოლით კლოზემ დაასრულა. ბუნდესნაკრების ყველა დროის მეორე ბომბარდირისთვის ეს ეროვნული გუნდის ფორმით გატანილი 59-ე გოლი იყო და  ახლა, იგი 8 შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება ნაკრების საუკეთესო მეგოლეს, გერდ მიულერს. იქვე კლოზეს მეორე გოლის გატანაც შეეძლო - იოზილის გადაცემით, "ბაიერნის" ფორვარდი ბუფონთან პირისპირ გავიდა, მაგრამ იტალიელ კიპერს დუელში ვერ აჯობა. ამას ისევ სტუმრების გააქტიურება მოჰყვა. კასანოსა და დე როსის დარტყმების შემდეგ, გერმანელები მანუელ ნოიერმა იხსნა და შესვენებაზე თავისი გუნდი ლიდერის როლში გაიყვანა.
მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას უკვე მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა, საგოლე მომენტები უფრო ხშირად ისევ ბუნდესნაკრების კართან იქმნებოდა. ნოიერის საიმედოობა, შეცვლაზე შესულმა ბორიელომ და როსიმაც შეამოწმეს. საბოლოოდ, სწორედ "ვილიარეალის" თავდამსხმელმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა - კრიშიტოს გადაცემის შემდეგ, როსიმ მერტეზაკერს პოზიციური ბრძოლა მოუგო და ბუნდესნაკრების კიპერთან ერთი-ერთზე დარჩა. ნოიერმა როსის პირველი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ "სკუადრა აძურას" ტანმორჩილ თავდამსხმელს მიუვიდა და მან მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 1:1. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა.
"ფრე სამართლიანი შედეგია. დამარცხებას არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა. ამ ეტაპზე, ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. იტალიის ნაკრები მხოლოდ ახლა ეწყობა და გერმანიასთან სტუმრად ნათამაშები ფრე შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს" - განაცხადა პრანდელიმ.
აღსანიშნავია, რომ იტალიის შემადგენლობაში ორ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. "სკუადრა აძურას" ფორმით პირველად ითამაშა ბრაზილიური წარმოშობის მქონე ტიაგო მოტამ. იმის მიუხედავად, რომ მას ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული, ფიფამ მაინც დართო იტალიის შემადგენლობაში თამაშის უფლება. ტიაგო მოტას გარდა, "სკუადრა აძურას" რიგებში პირველად ითამაშა სებასტიან ჯოვინკომაც.
აქვე იმასაც დავამატებთ, რომ გერმანიის ნაკრები აგერ უკვე 16 წელია ვერ ახერხებს იტალიელთა დამარცხებას.

პორტუგალია - არგენტინა 1:2
"მსოფლიოს დონის ვარსკვლავების თამაშისთვის თვალის მიდევნება ყოველთვის სასიამოვნოა. ეს პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება, თუკი მათ ერთმანეთის წინააღმდეგ უწევთ თამაში. მესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ისევე როგორც პორტუგალიისთვის კრიშტიანუ რონალდუ. მათი დღევანდელი დაპირისპირების შესახებ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მესიმ კრიშტიანუზე გაცილებით უკეთესად ითამაშა" - აღნიშნა მატჩის შემდეგ არგენტინელთა თავკაცმა, სერხიო ბატისტამ.
ჟენევაში გამართულ შეხვედრას ყველა მესი-რონალდუს დუელის ჭრილში განიხილავდა. არადა, თვითონ თამაშიც საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, განსაკუთრბით, მისი პირველი ტაიმი. მოედნის ცენტრში ბურთი თითქმის არ ჩერდებოდა და ერთი გუნდის შეტევას, მეორის საპასუხო იერიში მოსდევდა. ანგარიში კი მესის სოლო-რეიდის შედეგად გაიხსნა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, თავის სტილში, მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, გარშემო მეტოქის 5 მცველი შემოიკრიბა და შეტევაში ჩართულ ანხელ დი მარიას დროულად უპასა. ამ უკანასკნელმა კი, ედუარდოს შორეულ კუთხეში გაუტანა. პორტუგალიელებმა წონასწორობა შვიდ წუთში აღადგინეს. არგენტინელთა საჯარიმოში საჰაერო დუელი უგო ალმეიდამ მოიგო, თავით გაკეთებული მისი მოკლე პასის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ მეკარეს დაასწრო და ნაკრების შემადგენლობაში თავისი 26-ე გოლი (80 მატჩში) გაიტანა.
საბოლოო ანგარიში კი მესიმ დააფიქსირა. სამხრეთამერიკელმა ვარსკვლავმა შეხვედრის უკანასკნელ წუთზე, პაბლო საბალეტას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა და არგენტინას 2:1 გაამარჯვებინა.

საფრანგეთი - ბრაზილია 1:0
ბრაზილია ფრანგების დამარცხებას 19 წელია ვერ ახერხებს. თანაც, აქამდე ერთი ტენდენცია შეინიშნებოდა - ამ 19 წლის განმავლობაში, გუნდები ერთმანეთში ნათამაშებ ამხანაგურ მატჩებს ფრედ ასრულებდნენ, ხოლო თუკი შეხვედრა სატურნირო მნიშვნელობის იყო, ორთაბრძოლა ფრანგების სასარგებლოდ სრულდებოდა (ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ერთხელაც კონფედერაციათა თასზე).
ლორან ბლანის გუნდმა ეს ტრადიცია დაარღვია და "სელესაო" ამხანაგურშიც დაამარცხა. შესაძლოა, ამას ხელი მე-40 წუთზე მომხდარმა ეპიზოდმაც შეუწყო - ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ერნანესმა, რომელიც დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, მაგრამ ბურთზე მოქნეული ფეხი ბენზემას მხარში საკმაოდ მტკივნეულად ჩაარტყა, რის შემდეგაც ფრანგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ხოლო ერნანესი მსაჯმა წითელი ბარათით დასაჯა.
რიცხვობრივი უპირატესობის მიღებამ ფრანგებს სასურველი შედეგის მიღწევა მნიშვნელოვნად გაუიოლა. მატჩის ერთადერთი გოლი კი 54-ე წუთზე, ბენზემამ მენეზის გადაცემით გაიტანა. "რეალის" ფორვარდს დუბლის გაფორმებაც თავისუფლად შეეძლო, მაგრამ "სელესაო" ჟულიო სეზარმა გადაარჩინა, რომელმაც ფრანგს 2 მეტრიდან დარტყმული სასწაული სეივით აუღო.

ესპანეთი - კოლუმბია 1:0
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის თამაშში რაღაც მოიშალა. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის შემდეგ, ესპანელთა თამაში შესამჩნევად არადამაჯერებელი გახდა. მათი თამაშის შემყურეს ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს გუნდმა ტიტულების მოგების ჟინი უკვე დაიკმაყოფილა და ახლა გამარჯვებები ნაკლებად აინტერესებს.
გასული წლის ბოლოს, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ჯერ არგენტინასთან განადგურდა (1:4), შემდეგ კი პორტუგალიასთან (0:4). ასეთი წაგებების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ "ფურია როხა" რეაბილიტირებას კოლუმბიასთან შეხვედრაში მოახდენდა, მაგრამ კინაღამ ეს მატჩიც საკუთარი ისტორიის "შავ ლაქად" ექცა.
მართალია, ესპანელებს უდიდესი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. მასპინძლებში ყველაზე გამორჩეული ანდრეს ინიესტა იყო. კატალონიელი ვარსკვლავი "სანტიგო ბერნაბეუს" ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემტკივარმაც კი ტაშითა და მისი სახელის სკანდირებით გააცილა, როცა ის 69-ე წუთზე ხესუს ნავასმა შეცვალა.
შეხვედრის ბედი კი, ბოლო წუთებზე გადაწყდა. ხესუს ნავასის მიერ მარჯვენა ფლანგიდან შესრულებული ჩაწოდების შემდეგ, მატჩის ერთადერთი გოლი პირად აქტივში დავიდ სილვამ ჩაიწერა.

დანია - ინგლისი 1:2
ინგლისის ნაკრებმა "ასტონ ვილას" ფეხბურთელთა გოლებით იმარჯვა. თუმცა, თავიდან შეხვედრაში დანიელები დაწინაურდნენ, რომელთა ძირითადში პრემიერლიგაში მოთამაშე 5 ფეხბურთელი იყო. ერთ-ერთი მათგანი "ლივერპულის" მცველი - დანიელ აგერია, რომელმაც მე-8 წუთზე, ანგარიში თავური დარტყმით გახსნა.
ინგლისელებს თანაფარდობის აღსადგენად მხოლოდ 2 წუთი დასჭირდათ. რუნის ჩაწოდების შემდეგ, უოლკოტმა საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა, თითქმის დაკარგული ბურთი დანიელ მცველს ფეხებიდან ამოაცალა და მისი გადაცემით, მეტოქის კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დარენ ბენტმა 2 მეტრიდან უპრობლემოდ გაიტანა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი, "ასტონ ვილას" გარემარბმა, ეშლი იანგმა გლენ ჯონსონის გადაცემით დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ იანგისთვის ეს ეროვნულ ნაკრებში გატანილი პირველი გოლი იყო.


დანია, კოპენჰაგენი, "პარკენი”, 21523
დანია-ინგლისი 1:2 (1:1)
დანია: 
სორენსენი, მატიას იორგენსენი (კიაერი 46), აგერი, იაკობსენი (სილბერბაუერი 59), კრისტიან პოულსენი, სიმონ პოულსენი (ვასი 46), კვისტ იორგენსენი (ვინგაარდი 90), ერიკსენი, კრონ-დელი (პედერსენი 70), რომედალი (ენევოლდსენი 82), ბენდტნერი.
მწვრთნელი: მორტენ ოლსენი.
ინგლისი: ჰარტი, გლენ ჯონსონი, ეშლი კოული (ბეინისი 81), დოუსონი (გარი კეჰილი 60), ტერი, უილშირი (ბერი 46), მილნერი, ლამპარდი (პარკერი 47), უოლკოტი (დაუნინგი 68), რუნი (ეშლი იანგი 46), ბენტი.
მწვრთნელი: ფაბიო კაპელო.
გოლები: 1:0 აგერი (8), 1:1 ბენტი (10), 1:2 ეშლი იანგი (68).
გაფრთხილება: ვასი (90+3).
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).
დარტყმა 13 (4)-14 (5); ჯარიმა 6-9; კუთხური 9-4; თამაშგარე 1-4; ბურთის ფლობა 51%-49%; სეივი3-3.


ჰოლანდია, ეინდჰოვენი, "პსვ ფილიპსი”, 35000
ჰოლანდია-ავსტრია 3:1 (1:0)
ჰოლანდია:
 სტეკელენბურგი, ჰეიტინგა, მატიისენი (ვისგერჰოფი 46), პიტერსი, ვან დერ ვილი, ვან ბომელი, იანსენი (სტროტმანი 72), სნეიდერი (ელია 46), აფელაი, კუიტი (დე იონგი 75), ჰუნტელაარი (ვან ნისტელროი 73).
მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი.
ავსტრია: მახო, პოგატეცი, შიმერი, ფუხსი, პრიოდლი, კლიაინი (პეჰლივანი 73), იუზუნოვიჩი (ჰოფერი 62), ბაუმგარტლინგერი, ალაბა (კავლაკი 85), მაიერჰოფერი, არნაუტოვიჩი.
მწვრთნელი: დიტმარ კონსტანტინი.
გოლები: 1:0 სნეიდერი (28), 2:0 ჰუნტელაარი (48), 3:0 კუიტი (71, პენ), 3:1 არნაუტოვიჩი (84, პენ).
გაფრთხილება: იუზუნოვიჩი (53).
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).


გერმანია, დორტმუნდი, "სიგნალ იდუნა პარკი”, 60196
გერმანია-იტალია 1:1 (1:0)
გერმანია: 
ნოიერი, ლამი (ბოატენგი 64), მერტეზაკერი, ბადშტუბერი (ჰუმელსი 64), აოგო, ხედირა, შვაინშტაიგერი, მიულერი (გიოტცე 46), იოზილი, პოდოლსკი, კლოზე (გროსკროიცი 74).
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
იტალია: ბუფონი, კასანი (მაჯო 53), კიელინი (კრიშიტო 78), ბონუჩი, რანოკია, ტიაგო მოტა (აკვილანი 63), დე როსი, მონტოლივო, მაური (ჯოვინკო 73) კასანო (როსი 46), პაცინი (ბორიელო 46).
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.
გოლები: 1:0 კლოზე (16), 1:1 როსი (81).
გაფრთხილება: ტიაგო მოტა (35).
მსაჯი: ერიკ ბრამჰარი (ჰოლანდია).
დარტყმა 12 (3)-13 (6); ჯარიმა 16-11; კუთხური 7-4; თამაშგარე 0-2; ბურთის ფლობა 58%-42%;სეივი 5-2.


შვეიცარია, ჟენევა, "სტად დე ჟენევი”, 30000
პორტუგალია-არგენტინა 1:2 (1:1)
პორტუგალია:
 ედუარდო (პატრისიუ 46), პერეირა, ბრუნუ ალვეში, რონალდუ, კოენტრაუ, მარტინში (მაშადუ 84), მეირელეში (მიგელ ველოზუ 78), მოუტინიო, ნანი (კვარეშმა 60), კრიშტიანუ რონალდუ (დანი 60), ალმეიდა (პოშტიგა 60).
მწვრთნელი: პაულუ ბენტუ.
არგენტინა: რომერო, ხავიერ ძანეტი (საბალეტა 62), გაბრიელ მილიტო, ნიკოლას ბურდისო, როხო, კამბიასო (ბილია 78), მასკერანო, ბანეგა (გაგო 62), დი მარია (პასტორე 65), მესი, ლავეცი (მარტინესი 83).
მწვრთნელი: სერხიო ბატისტა.
გოლები: 0:1 დი მარია (14), 1:1 კრიშტიანუ რონალდუ (21), 1:2 მესი (90, პენ).
გაფრთხილება: კვარეშმა (73), მიგელ ველოზუ (82) - გაგო (78).
მსაჯი: მასიმო ბუზაკა (შვეიცარია).


საფრანგეთი, სენ დენი, "სტად დე ფრანსი”, 79712
საფრანგეთი-ბრაზილია 1:0 (0:0)
საფრანგეთი: 
ლორისი, სანია, რამი, მექსე, აბიდალი, ალუ დიარა, მვილა (დიაბი 60), მენეზი (რემი 69), გურკუფი (კაბაიე 86), მალუდა, ბენზემა (გამეირო 86).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, სანტოსი, აუგუსტო (ჟადსონი 58), ელიასი (ანდრე 89), ლუკას ლეივა, ერნანესი, რობინიო (სანდრო 70), პატო (ჰალკი 85).
მწვრთნელი: მანო მენეზეში.
გოლი: 1:0 ბენზემა (54).
გაფრთხილება: მენეზი (67) - რობინიო (65).
გაძევება: ერნანესი (40).
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).
დარტყმა 8 (4)-5 (1); ჯარიმა 20-14; კუთხური 5-3; თამაშგარე 1-2; ბურთის ფლობა 51%-49%; სეივი1-3.


ესპანეთი, მადრიდი, "სანტიაგო ბერნაბეუ”, 75000
ესპანეთი-კოლუმბია 1:0 (0:0)
ესპანეთი:
 კასილიასი, ალბიოლი, პიკე, კაპდევილა (არბელოა 56), სერხიო რამოსი, ბუსკეტსი, ხაბი ალონსო (დავიდ სილვა 76), ხავი (კასორლა 56), ინიესტა (ხესუს ნავასი 69), პედრო (ფერნანდო ლორენტე 82), ვილია (ტორესი 56).
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.
კოლუმბია: ოსპინა, სუნიგა, იეპესი, არმერო, პერეა, აგილარი, ანჩიკო (სანჩესი 46), გუარინი, ჯოვანი მორენო (როდალეგა 62), დაირო მორენო, გუსტავო რამოსი (კუარდადო 58).
მწვრთნელი: ერნან დარიო გომესი.
გოლი: 1:0 დავიდ სილვა (86).
გაფრთხილება: პიკე (6) - აგილარი (35), მორენო (53), იეპესი (63), არმერო (67), როდალეგა (89).
მსაჯი: რიხარდ ტრუტცი (სლოვაკეთი).
დარტყმა 12 (4)-11 (2); ჯარიმა 5-22; კუთხური 4-2; თამაშგარე 2-1; ბურთის ფლობა 77%-23%; სეივი 2-3.
ნანახია: 794 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz