ხუთშაბათი, 2024-04-18, 4:04 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ბუფონი კიდევ ერთ მუნდიალზე ოცნებობს
3:41 PM
ბუფონი კიდევ ერთ მუნდიალზე ოცნებობს

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, იტალიის ნაკრებს თავისი ძირითადი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი დაუბრუნდა. "იუვენტუსის" კიპერმა, რომელსაც ახლახანს შეუსრულდა 33 წელი, გერმანიასთან ამხანაგური შეხვედრა (1:1) მაღალ დონეზე ჩაატარა და რამდენიმე მომენტში "სკუადრა აძურა" გაშვებული გოლისგან იხსნა. მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა მეკარემ აღნიშნა, რომ ფეხბურთის თამაში ძალიან მოენატრა და კარიერის დასრულებაზე ჯერ არც კი ფიქრობს.
"მხოლოდ ახლა ვხვდები, ფეხბურთის თამაში როგორ მომნატრებია. ვერაფერი ვერ შეედრება იმ გრძნობას, რასაც თამაშის მოგების შემდეგ განიცდი. უქმად ყოფნის პერიოდში ამ გრძნობის გარეშე ძალიან მიჭირდა. ერთი პერიოდი იმასაც კი ვფიქრობდი, კიდევ შევძლებდი თუ არა მოედანზე გასვლას. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ტრავმა აღარ მაწუხებს.
იტალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ახალ გუნდს აშენებს. გარდამავალი პერიოდი მუდამ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბუნდესნაკრების ნიჭიერ თაობაზე კი, დღეს თითქმის ყველა საუბრობს. ყველაფრისდა მიუხედავად, ჩვენ გერმანელთა წინააღმდეგ დღეს საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში დამარცხებისთვის მეტოქეს რევანშის აღების საშუალება არ მივეცით. სხვათა შორის, ის მატჩი, რომელიც ჩვენ 2:0 მოვიგეთ, ჩემს კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია.
ფეხბურთის თამაში კვლავაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მინდა, რომ კიდევ ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მივიღო მონაწილეობა. არც ორ მუნდიალზე თამაშს გამოვრიცხავ, მაგრამ მაშინ ალბათ, მესამე მეკარის რანგში ვიქნები" - ამბობს იტალიელი კიპერი.
ბოლოს გეტყვით, რომ ბუფონი "სკუადრა აძურას" ღირსებას სამ მუნდილაზე იცავდა, 2006 წელს კი, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეროვნული გუნდის ფორმით მას სულ 103 მატჩი აქვს ჩატარებული.
ნანახია: 789 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz