amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 5 » ბრაზილიაში რონალდოზე ფილმს გადაიღებენ
8:47 PM ბრაზილიაში რონალდოზე ფილმს გადაიღებენ |
"ახალი მეფე" - ასე ერქმევა ფილმს, რომლის გადაღებასაც სან პაულუს უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტები აპირებენ. ფილმის მთავარი გმირი, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი – ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო იქნება. ახალგაზრდა რეჟისორებს უკვე აქვთ რონალდოსგან მიღებული ამ ფილმის გადაღების უფლება. რონალდოზე ფილმის გადაღების იდეა სტუდენტებს ცოტა ხნის წინ, ბრაზილიაში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ შთააგონა. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ 40 წელს ქვემოთ ასაკის ბრაზილიელთა უმრავლესობა, ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად არა პელეს, გარინჩას ან რომარიოს, არამედ სწორედ ლუის რონალდოს მიიჩნევს. ფილმი მხატვრულ-დოკუმენტური იქნება და მთლიანად სტუდენტების მიერ აგროვებული თანხით დაფინანსდება. ამას გარდა, ახალგაზრდებს იმედი აქვთ, რომ სახსრებს რონალდოზე შეყვარებული რიგითი ბრაზილიელებიც გაიღებენ. სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის ფილმებს საქართველოში ჩვენს თანამემამულე ცნობილ სპორტსმენებზე არ იღებენ. ამის მიზეზად, ქართველ რეჟისორებს როგორც წესი, ფინანსების არქონა მოჰყავთ. ბრაზილიელი ახალგაზრდა რეჟისორების მონდომება კი ცხადყოფს, რომ კარგი საქმის კეთება (თუკი ეს საქმე გიყვარს) ხანდახან მწირი შესაძლებლობებითაც კი შეიძლება.
|
ნანახია: 830 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|