პარასკევი, 2024-04-19, 9:12 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » “ბორჯღალოსნები” ერთპიროვნულად გალიდერდნენ
0:17 AM
“ბორჯღალოსნები” ერთპიროვნულად გალიდერდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ერთა თასის III ტურის შეხვედრაში, ლისაბონში პორტუგალიის ნაკრები 13:12 დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა.
ამ შეხვედრამდე, ორივე გუნდს ორ-ორი მოგება ჰქონდა, ოღონდ, საქართველომ ორივე შემთხვევაში პრემიალური ქულა აიღო და სატურნირო ცხრილს 10 ქულით ლიდერობდა, პორტუგალია კი, 8 ქულით მეორე იყო. საწყის წუთებში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე გარდნერმა მეორე ჯარიმაც გაიტანა და დიდი ხნის განმავლობაში მასპინძლები ლიდერობდნენ, თუმცა, ტაიმის ბოლოს, "ბორჯღალოსნებმა” მეტოქის დაცვა მაინც გაარღვიეს, კაჭარავამ ლელო გაიტანა, ხოლო მალაღურაძემ რეალიზაცია გამოიყენა და საქართველოს ნაკრებს ტაიმი ოთხი ქულით მოაგებინა.
მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. გარდნერმა ჩამორჩენა ჯარიმით მინიმუმამდე მალევე დაიყვანა, 57-ე წუთზე კი, "ბორჯღალოსნების” მდგომარეობა დამძიმდა, რადგანაც ჩხაიძემ სინბინი დაიმსახურა და საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, სამ წუთში კვირიკაშვილმა ქართველთა უპირატესობა გაზარდა და მასპინძლებმა კაცმეტობით ვერ იხეირეს.
75-ე წუთზე, პორტუგალიამ ჩამორჩენა ჯარიმით კვლავ მინიმუმდე დაიყვანა. მატჩის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ბურთი უაზროდ დაკარგა, მასპინძლებმა შეტევა წამოიწყეს და კარის პირდაპირ, 40 მეტრში, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს. მათ რომ ეს ჯარიმა გამოეყენებინათ, საქართველოს ნაკრებს მარცხთან შეგუება მოუწევდა და ვერც ვერავინ იფიქრებდა, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა, მაგრამ კებრალმა ნერვები ვერ მოთოკა, ბურთის აწევა ვერ მოახერხა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა - 13:12.
ამავე დღეს, რუმინეთის ნაკრებმა რუსეთი 33:3 დაამარცხა, თუმცა, ოთხი ლელოს გატანა და პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა. ესპანეთმა უკრაინის ნაკრებს 35:13 აჯობა, გამარჯვების ოთხს პრემიალური ქულაც შემატა და ჯერჯერობით, სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურამდე აღზევდა.

1. საქართველო   3 3 0 0 135-15 14
2. პორტუგალია  3 2 0 1 57-49 9
3. ესპანეთი        3 1 0 2 59-101 6
4. რუმინეთი      2 1 0 1 50-27 5
5. რუსეთი          3 1 0 2 50-78 5
6. უკრაინა          2 0 0 2 16-97 0
ნანახია: 817 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz