amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ''ბეილის წასვლით ყველაფერი დამთავრდება''
7:28 PM ''ბეილის წასვლით ყველაფერი დამთავრდება'' |
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა კიდევ ერთხელ შეახსენა საფეხბურთო სამყაროს, რომ არ აპირებს გუნდის ლიდერის გარეთ ბეილის გაყიდვას. "ჩვენ აზრადაც კი არ უნდა გავივლოთ, რომ გარეთი სხვა კლუბში გადავა. თუ თქვენ იწყებთ ფეხბურთელებით ვაჭრობას, ეს აუცილებლად არეულობას გამოიწვევს კლუბში" "ბეილის გარშემო ატეხილი აურზაური მაგონებს სიტუაციას, რომელიც იყო "ვესტ ჰემში" რიო ფერდინანდის გაყიდვის შემდეგ. სწორედ რიოს წასვლა გახდა მიზეზი ყველაფრის დასასრულისა . მაშინ წავიდა ფერდინანდი, შემდეგ ლამპარდი და სულ ბოლოს ჯო კოული. როდესაც ისინი მიდიოდნენ, ფიქრობდნენ რომ კლუბს უკვე აღარ აქვს სერიოზული მიზნები. მსგავსი სიტუაციაა ბეილის გარშემოც. გუნდის თამაში მასზეა აწყობილი და სწორედ ამიტომ ის რაც შეიძლება დიდხანს უნდა დარჩეს კლუბში. ასეთი მოთამაშეები არასდროს არ უნდა გაუშვა,"- აღნიშნა 63 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა.
|
ნანახია: 801 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|