ოთხშაბათი, 2024-04-24, 1:45 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » “არმია” უფრო “ძალოვანია”
3:16 PM
“არმია” უფრო “ძალოვანია”
შსს-სა და "არმიას” ფინალში გასვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეროვნულ თასს ახალი მფლობელი ეყოლებოდა, რადგან ეს გუნდები თასის ფინალში პირველად თამაშობდნენ. ყველასათვის მოულოდნელად, "არმიამ” საკმაოდ იოლად დაამარცხა მეტოქე, რის შედეგადაც, "ბასკოს”, "დინამოს”, სტუ-ს, თსუ-"ნიკორას”, "ენერჯი ინვესტის”, სსაუ-სა და თასის ორგზის მფლობელ "თბილავიამშენის” შემდეგ, მე-8 გუნდი გახდა საქართველოს თასი რომ მოიგო.
ფინალის საუკეთესო მოთამაშისა და ბომბარდირისთვის სპეციალური პრიზები იყო დაწესებული. საუკეთესო მოთამაშე გახდა არმიელთა ახალწვეული, უკანახაზელი ბუბა ბერიშვილი, რომელმაც პირველი წრე "ქუთაისი 2010”-ში ჩაატარა. რაც შეეხება ბომბარდირის პრიზს, იგი არმიელთა მეორე ახალწვეულს, ცენტრალურ თავდამსხმელ გიორგი შარაბიძეს გადაეცა. მან ყველაზე მეტი – 17 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, რითაც ერთადერთი მოთამაშე გახდა, ვინც ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა.
ბერიშვილმა და შარაბიძემ აღნიშნული პრიზები დამსახურებულად მოპოვეს. ბუბა შესანიშნავად ხელმძღვანელობდა თანაგუნდელთა შეტევებს, არც ბურთის კალათში ჩაგდება ავიწყდებოდა და თანაგუნდელებს უაღრესად საჭირო მომენტში მეტად მნიშვნელოვანი ქულები მოუპოვა. რაც შეეხება შარაბიძეს, იგი ფარზე ბატონობდა, რაც შედეგშიც აისახა.
 ასევე აღსანიშნავია, არმიელთაგან ეროვნული ნაკრების წევრების – კოტე ტუღუშისა და ანატოლი ბოისას კარგი თამაში. ტუღუში, ბერიშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა არმიელებს თავდასხმაში, ხოლო ბოისამ გასაქანი არ მისცა შსს-ს ამერიკელ ლეგიონერს, ტროი კოტონს, რომელმაც შეხვედრა 8 ქულით დაასრულა (6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან ყველა სამიანი ააცილა).
რაც შეეხება შსს-ს კალათბურთელებს, უკანახაზელ ბესიკ ლეჟავას (15 ქულა) გარდა, თამაში არავის წაუვიდა.
ანგარიში შსს-ს მძიმე ფორვარდმა, ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბამ გახსნა – 2:0. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ, შსს წინ აღარ გასულა. ანგარიში ჯერ ბოისამ გაათანაბრა, შემდეგ კი "არმია” ბერიშვილმა დააწინაურა – 4:2. 6-წუთიანი მონაკვეთი "არმიამ” 15:0 მოიგო და გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
დავით უსტიაშვილის შეგირდები ბევრს ეცადნენ, მაგრამ დაცვაში შესანიშნავად მოთამაშე "არმიას” ვერაფერი დაუპირისპირეს. ერთადერთი, რაც მათ მოახერხეს, ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე დაიყვანეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩს უამრავი მაყურებელი დაესწრო და ცარიელ სკამებს ალაგ-ალაგ თუ შეამჩნევდით. შეგახსენებთ, რომ მე-20 ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში შსს-"არმიას” შეხვედრისას,  სპორტის სასახლის ტრიბუნებმა გულშემატკივრები ვერ დაიტია და ისინი კიბეებზეც იყვნენ ჩამომსხდარნი.
და ბოლოს, მე-2 ტაიმის დასრულებამდე დაახლოებით 3 წუთი რჩებოდა, როდესაც მეტოქე გუნდების კალათბურთელები ერთმანეთში წაკინკლავდნენ და შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა. მოთამაშეები მალევე დაშოშმინდნენ, მატჩის არბიტრმა, დავით ბერეკაშვილმა კი ორივე გუნდის სათადარიგოთა სკამი დააჯარიმა...
მატჩის შემდეგ
ლევან მოსეშვილი (უფროსი):
 მართალია, გამარჯვებას ვგეგმავდით, მაგრამ ასე იოლად თუ მივაღწევდით, ნამდვილად არ მეგონა.
- რით ხსნით თქვენი გუნდის ასეთ იოლ გამარჯვებას?
- ძირითადად, დაცვაში კარგი თამაშით.
- "არმია” ევროტურნირებში მონაწილეობასაც ხომ აპირებს?
- არის ამაზე საუბარი, მაგრამ ამ შემადგენლობით, გაგვიჭირდება. თუ ევროტურნირებზე გამოსვლას გადავწყვეტთ, გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი მოგვიწევს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გუნდის ხელმძღვანელობას, რომელმაც სლოვენიაში 16-დღიანი შეკრება მოგვიწყო, დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა გაცნობოთ, რომ თავდაცვის სამინისტრო ბავშვთა გუნდის ჩამოყალიბებასაც აპირებს.
ბუბა ბერიშვილი: "არმიაში” ახალწვეული ვარ და მის შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩავატარე. მართალია, ლიდერობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ საუკეთესოდ რომ დამასახელეს, მაინც გამეხარდა.
გიორგი შარაბიძე: სულ ერთი კვირაა, რაც "არმიასთან” ერთად ვვარჯიშობ. გუნდში ძალიან კარგად – ძმასავით მიმიღეს და ეს ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, ამის შედეგია. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე გვქომაგობდნენ.

თბილისი. 1 თებერვალი. სპორტის სასახლე. ეროვნული თასის მე-9 გათამაშება საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა შორის. ფინალი

შსს – არმია 51:71
(6:18; 18:15; 10:22; 17:16)
შსს:
 წივწივაძე (4), ლეჟავა (15), კოტონი (8), მარკოიშვილი, ტუჯანი (2); ლაფანაშვილი (9), ნიკოლაძე (6), დავით ბარბაქაძე (5), შერმადინი, ტომარაძე (2).
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.
არმია: ტუღუში (8), ბუბა ბერიშვილი (15), ბოისა (11), ათანელიშვილი (2), შარაბიძე (17); ბაბიაშვილი (9), პირველაშვილი (2), ლევან მოსეშვილი (5), საყვარელიძე (2).
მთავარი მწვრთნელი: ლევან მოსეშვილი (უფროსი).
კომისარი: როლანდ ხომერიკი.
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი.

როლანდ ლაბუჩიძე
ნანახია: 859 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz