amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 5 » ანანიძეს ტაშს მეტოქეებიც უკრავენ
12:07 PM ანანიძეს ტაშს მეტოქეებიც უკრავენ |
ესპანურ ლა მანგაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირის ბოლო მატჩში ჯანო ანანიძის "სპარტაკმა” დანიური "ნორდსიელანდი” 4:0 გაანადგურა, ქართველმა ფეხბურთელმა კი თავი ბრწყინვალე გოლით გამოიჩინა. Copa del Sol-ის უკანასკნელი შეხვედრა მოსკოველთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, რამაც შესაბამისი ასახვა თამაშის შედეგში ჰპოვა. სპარტაკელებმა პირველი ტაიმი ალექსის გოლის წყალობით მოიგეს, მე-2 ნახევარში კი ბრაზილიელის დუბლს თითო გოლი მაკგიდიმა და ანანიძემ წაამატეს. როგორც მოსკოველთა ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ქართველის შედეგიან ქმედებას აპლოდისმენტებით დანიელთა სათადარიგოთა სკამიდანაც კი შეეგებნენ. 72-ე წუთზე ჯანომ ბურთი მეტოქეს აართვა, ორმოციოდ მეტრი ირბინა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მისი მოტყუება იოლად მოახერხა. ქართველი ტალანტი მინდორზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა და ათ წუთში არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. მოსკოვის "სპარტაკი” ლა მანგაში დასკვნით საკონტროლო მატჩს, 7 თებერვალს, ბუქარესტის ”რაპიდის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რის შემდეგაც გეზს სამშობლოსკენ აიღებს.
|
ნანახია: 776 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|