მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლონდონში ერთმანეთის პირისპირ "არსენალისა” და "მილანის” ფეხბურთელები წარსდგებიან, დღის ცენტრალურ მატჩად მაინც "ბენფიკა”-"ზენიტის” შეხვედრა შეიძლება მივიჩნიოთ. პორტუგალიაში რომ უფრო დაძაბული თამაში გაიმართება, ეს სადავო ნამდვილად არაა. რაც შეეხება თავიდანვე 1/8-ფინალების ცენტრალურ დაპირისპირებად მიჩნეულ წყვილს, იქ "არსენალი”, ალბათ, ღირსეულად გავარდნისთვის თუ იბრძოლებს.
არსენალი-მილანი (პირველი მატჩი 0:4)
1/8-ფინალების კენჭისყრის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ ამ წყვილში, პირველი თამაშის შემდეგ ყველაფერი გარკვეული იქნებოდა. "მილანი” თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო დროს ათამაშებული "არსენალის” 0:4 წაგება შეგვიძლია სენსაციათა რიგს მივაკუთვნოთ.
2 კვირის წინათ გამართული შეხვედრის გარდა, გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. 1995 წელს, უეფას სუპერთასზე, "მილანმა” შინ 2:0 მოიგო. ლონდონში გუნდებმა უგოლოდ ითა
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1381
|
დაამატა:
amirani
|
თარიღი:
2012-03-06
|