მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე, ერთმანეთს "ბარსელონა” და "პორტუ” გაეჯიბრებიან. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის გამართვამდე თითქმის 3 თვეა დარჩენილი, პორტუგალიელთა კოლუმბიელი ლიდერი, რადამელ ფალკაო უკვე ოცნებობს კატალონიური კლუბის დამარცხებაზე. "ჩვენ ვიპოვნით გზას, რომლის წყალობითაც, "ბარსელონასთან” ეფექტურად თამაშს მოვახერხებთ. ჯერჯერობით, კატალონიელთა შეჩერება ვერავინ შეძლო და ახლა ჩვენი ჯერია. ჯერჯერობით, ასეთი დონის შეხვედრებში ფავორიტებად არ მივიჩნევით, რადგან განსაკუთრებული მიღწევებით ვერ დავიკვეხნით. თუმცა, დღესდღეობით, "პორტუ” შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კოლექტივია, რომელსაც ხელეწიფება გახდეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი” – ციტირებს ფალკაოს სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი.
|