amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » მაისი » 30 » უსაზღვრო შესაძლებლობებით გაჟღენთილი "ადამიანი" სრულად:
0:22 AM უსაზღვრო შესაძლებლობებით გაჟღენთილი "ადამიანი" სრულად: |
გუშინ, კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების "ფეხბურთელმა", ლეო მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და რომ არც მომავლისთვის აპირებს რაიმე საზღვრის დადგენას. 2010/11 წლების სეზონის "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში, მან კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, რაც მისთვის ამ სეზონში 53–ე გახლავთ. ეს კი 23 წლის არგენტინელი "ფეხბურთელისთვის" საუკეთესო შედეგია... "უნიკალური და განუმეორებელი" – ასე შეაფასა ფინალის დასრულების შემდეგ "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ მესი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც იქნა აღარებული. რომის 2009 წლის ფინალიდან მოყოლებული, გუშინდელი შეხვედრის 54–ე წუთზე გატანილი გოლი ლეოსთვის მეასე აღმოჩნდა. ეს გოლი მისთვის "ჩემპიონთა ლიგის" ამ სეზონში მეთორმეტე გახლდათ. იგი უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, რაც ბომბარდირთა დავას ლიდერობით ამთავრებს. ამ მხრივ ჰეტ–ტრიკი მხოლოდ მიულერსა და პაპინს აქვთ შესრულებული. თუმცა, არაამქვეყნიური ფეხბურთელის რეკორდები აქ არ სრულდება. მის მიერ გატანილი 12 გოლის წყალობით, მან მოახერხა და ჰოლანდიელი რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა, რომლის დამყარებაც მან 2002/03 წლების სეზონში მოახერხა – მაშინ რუუდმა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა (მესის მსგავსად) 12–ჯერ შეძლო. გუშინდელი შეხვედრის, მესის ზუსტი ხედვისა და ამავე ადამიანის მარცხენა ფეხის დიდი დამსახურბით, ლეომ მოახერხა და "ჩემპიონთა ლიგის" ფინალურ ეტაპზე თავის ანგარიშზე მეორე გოლი გაიფორმა. პირველი 2009 წლის რომის ფინალში გახლდათ, როდესაც ჩავი ერნანდესის ჩამოწოდებული ბურთის შემდეგ მან ბურთი ჰოლანდიელი მეკარის, ვან დერ საარის კარისკენ, საკუთარი თავის დახმარებით გადაგზავნა და სხვაობა კატალონიურ და ინგლისურ გუნდებს შორის ორამდე გაიზარდა. ასეთი შედეგი მხოლოდ დი სტეფანოს, ექტორ რიალსა და სამუელ ეტო'ოს აქვთ ნაჩვენები. ამ ყველაფერთან ერთად კი მესიმ ერთი პატარა ნავსის გატეხვაც მოასწრო. ბრიტანულ მიწაზე ჩატარებული შვიდი თამაშიდან მას არც ერთი გოლი არ ჰქონდა გატანილი, თუმცა მერვე მეტოქე ინგლისური კლუბისთვის, ინგლისურ მიწაზე არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა – მესიმ ნავსი გატეხა, მან ინგლისში, ინგლისურ კლუბს გოლი გაუტანა ... სტატისტიკების ნგრევა კი გრძელდება...
აქვე შემოგთავაზებთ 2010/11 წლების სეზონში, ლეო მესის მიერ გატანილ 53–ვე გოლს.
|
ნანახია: 987 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|