იტალიის ჩემპიონი "მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ დაადასტურა გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის სიტყვების ტაიე ტაივოსა და ფილიპ მექსეს შეძენის შესახებ და განაცხადა, რომ დაცვის გაძლიერება გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლისთვის დასჭირდა.
"გუნდი ამ ორი ფეხბურთელით იმიტომ გავაძლიერეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლოთ. მიმდინარე სეზონში, ჩვენი მიზანი "ინტერის” ჰეგემონიის დამხობა და იტალიაში გაჩემპიონება იყო. როგორც ხედავთ, ამ მიზანს მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო სეზონშიც, ჩვენი პრიორიტეტი სკუდეტოს მოპოვება იქნება, მაინც შევეცდებით ჩემპიონთა ლიგის მოგებას” – ციტირებს გალიანის სიტყვებს