აპოელ-ის ბრაზილიელი ნახევარმცველი გუსტავო მანდუკა "ლიონთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის ერთ-ერთი გმირი გახლდათ. მართალია, 115-ე წუთზე გააძევეს, მაგრამ შეხვედრის ერთადერთი გოლი ხომ სწორედ მან გაიტანა. ეს მე-600 გოლი იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბრაზილიელ ფეხბურთელებს გაუტანიათ.
ბრაზილიელებს ყველაზე ხშირად გააქვთ ჩემპიონთა ლიგაში. მათ უკვე 600 გოლი აქვთ, მეორეზე კი ამ მაჩვენებლით ფრანგები არიან – 473. სხვაობა საკმაოდ დიდია.