პარასკევი, 2024-04-26, 5:33 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მაისი » 21 » ქეცბაიამ ნაკრებში ოთხ ახალწვეულს უხმო
0:16 AM
ქეცბაიამ ნაკრებში ოთხ ახალწვეულს უხმო

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ, "ჯვაროსანთა” ის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც ხორვატიასთან სამ ივნისს საპაექროდ მოამზადებს. როგორც ქეცბაიამ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს განუცხადა, ეროვნული ნაკრები შეკრებას ოცდასამ მაისს, 12:00 საათზე, ტექნიკურ ცენტრ "ბასა”-ზე დაიწყებს.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი”, რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო” თბილისი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი”);
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა”, იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი”, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე ("ვოლგა”, რუსეთი), აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი”, რუმინეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი”, ინგლისი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო”, უკრაინა), გურამ კაშია ("ვიტესი”, ჰოლანდია), გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი”), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი ("ოლიმპი”), გია გრიგალავა ("ვოლგა” რუსეთი);
ნახევარმცველები: გოჩა ხოჯავა ("ვოლგა”, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი”), ჯაბა კანკავა ("კრივბასი”, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი”, მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული ("კარპატი”, უკრაინა), დავით კვირკველია ("პანიონიოსი”, საბერძნეთი), თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი”), ირაკლი მაისურაძე ("ოლიმპი”);
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე”, გერმანია), მათე ვაწაძე ("ვოლგა”, რუსეთი), დავით სირაძე ("სპარტაკი, ნალჩიკი, რუსეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი”), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაკაბი” ჰაიფა, ისრაელი), ჯაბა ლიპარტია ("ზარია”, უკრაინა), ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი”), გიორგი ადამია ("ყარაბახი”, აზერბაიჯანი).
ეროვნული ნაკრების თავკაცმა, "ჯვაროსანთა” გაფართოებულ სიაში ოთხ ახალწვეულს უხმო. გია გრიგალავა, გიორგი ადამია, ირაკლი მაისურაძე და თორნიკე გორგიაშვილი - ქვეყნის უმთავრეს გუნდში პირველად მოხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაკრებში ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი გუნდი, საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონია” - იმერელთა შემადგენლობიდან, ქეცბაიას რჩეულთა შორის 6 ფეხბურთელი მოხვდა.
გამოძახებულთა შორის, ამჯერად, ვერ მოხვდა ლევან კობიაშვილი ("ჰერტა”, გერმანია) და ოთარ მარცვალაძე ("ვოლგა”, რუსეთი). ისინი ორ-ორი გაფრთხილების გამო ევრო-2012-ის შესარჩევ შეხვედრას გამოტოვებენ.     
როგორც ქეცბაიამ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს განუცხადა, ეროვნული ნაკრები შეკრებას ოცდასამ მაისს, 12:00 საათზე, ტექნიკურ ცენტრ "ბასა”-ზე დაიწყებს.

ნანახია: 837 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz