მას შემდეგ, რაც 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კატალონიურმა "ბარსელონამ” ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედი”, ლონდონში, "უემბლიზე” 3:1 დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მეოთხედ აღმართა, ჩემპიონთა ლიგისა და თასის გამარჯვებულ კლუბებს შორის, ესპანური გუნდები ერთპიროვნულად დაწინაურდნენ.
ახლა, ესპანელთა ანგარიშზე 13 ჩემპიონთა თასია და ეს მაჩვენებელი მხოლოდ ორ გუნდზე - "რეალსა” და "ბარსელონაზე” მოდის.
"ბარსას” გამარჯვებით, ესპანელებმა იტალიას გადაასწრეს, რომლის წარმომადგენლებიც ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს 12-ჯერ ფლობდნენ, მე-3 ადგილზე კი, ინგლისელები არიან.
6-6-ჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონთა თასი გერმანულ და ჰოლანდიურ კლუბებს, ოთხჯერ პორტუგალიის წარმომადგენლებს, ხოლო თითო-თითოჯერ წარმატებას ფრანგულმა, რუმინულმა, შოტლანდიურმა და სერბულმა გუნდმა მიაღწია.
კლუბებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი მადრიდის "რეალს” აქვს, რომელიც თასს 9-ჯერ ფლობდა. 7-ჯერ გახდა გამარჯვებული იტალიური "მილანი”, ხოლო "ლივერპულმა” თასი თავს ზემოთ ხუთჯერ ასწია. "ბარსელონამ” ოთხივე გამარჯვებას უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მიაღწია. პირველად მან წარმატებას 1992 წელს, სწორედ "უემბლიზე” მიაღწია - იქ, სადაც გუშინ თავისი მე-4 ჯილდო მოიპოვა.
ჩემპიოთა თასსა და ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებები
კლუბები
რეალი (ესპანეთი) - 9
მილანი (იტალია) - 7
ლივერპული (ინგლისი) - 5
აიაქსი (ჰოლანდია), ბაიერნი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი) - 4
ინტერი (იტალია), მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - 3
ბენფიკა (პორტუგალია), იუვენტუსი (იტალია), ნოტინგემი (ინგლისი), პორტუ (პორტუგალია) - 2
სელტიკი (შოტლანდია), ჰამბურგი (გერმანია), სტიაუა (რუმინეთი), მარსელი (საფრანგეთი), ფეინოორდი (ჰოლანდია), ასტონ ვილა (ინგლისი), პსვ (ჰოლანდია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), დორტმუნდი (გერმანია) - 1.