ხუთშაბათი, 2024-04-25, 11:25 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მაისი » 9 » ერთი ქულა ჩემპიონობამდე
3:07 PM
ერთი ქულა ჩემპიონობამდე

2005-06 წლების სეზონის შემდეგ პირველად, კატალონიურ დერბიში, „ბარსელონამ" „ესპანიოლი" ორივე მატჩში დაამარცხა. პოჩეტინოს შეგირდებთან მოგებით, „ბარსამ" ზედიზედ მესამედ გაჩემპიონებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. პირველობის ოფიციალურად გასაფორმებლად, გვარდიოლას გუნდს, დარჩენილ სამ მატჩში ერთი ქულის აღებაც ყოფნის.

„კამპ ნოუზე" გამართულ ბარსელონურ დერბიში, მასპინძლებმა საკმაოდ იოლად მიაღწიეს წარმატებას. მთელი შეხვედრის განმავლობაში ნათელი იყო, რომ „ბარსელონა" ძალების სრული მობილიზებით არ თამაშობდა, რისი წყალობითაც, ბოლო დროს ძალიან ცუდ ფორმაში მყოფმა „ესპანიოლმა" მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

თანაქალაქელ სტუმრებს „ბარსამ" თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მარცხენა ფლანგზე მოთამშე ინიესტამ მეტოქე ფეხბურთელის დაბნეულობით ისარგებლა და საჯარიმოში შეიჭრა, რის შემდეგაც, კიდევ ერთი მცველი იოლად ჩამოიშორა და კამენისგან ახლო კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა.

მეორე ნახევრის პირველი სახიფათო მომენტის დროს, პედრო კამენის კარის აღებას ცდილობდა, მაგრამ მისი დარტყმა კამერუნელმა კიპერმა კუთხურზე მოიგერია, სტანდარტის შესრულების შემდეგ კი, პიკემ იხეირა თავური დარტყმით.

სოლიდური უპირატესობით წინ გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთით, „ბარსა" ცოტათი მოდუნდა და „ესპანიოლი" საკმაოდ ადვილად ახერხებდა მეტოქის საჯარიმომდე მისვლას, მაგრამ მასპინძლებმა მალევე დაიბრუნეს მატჩის სადავეები ხელთ და შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს დასასრულამდე.

ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გაიმართა სარაგოსაში, სადაც ერთმანეთს პრიმერაში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „სარაგოსამ" პირველი ტაიმი მოიგო, საბოლოოდ, არაგონელები მაინც უქულოდ დარჩნენ. შედეგად, ხავიერ აგირეს გუნდმა მისსავე მძლეველ „ოსასუნას" გადასწრების საშუალება მისცა, თავად კი, კიდევ უფრო გაირთულა სატურნირო მდგომარეობა.

 

მალიორკა-ვილიარეალი 0:0

პალმა დე მალიორკა, "იბეროსტარ ესტადი16000

მალიორკა(4-2-3-1): ლუქსი, სენდროსი, ნუნიესი, რამისი, აიოსე, მარტი, ვიქტორი (პინა 71), პერეირა (იენაგა 60), დე გუზმანი, ნსუე (კასტრო 85), ვებო.

მწვრთნელი: მიკაელ ლაუდრუპი.

ვილიარეალი(4-4-2): ლოპესი, გასპარი, მარჩენა, მუსაჩო, კატალა, ვალერო, სენა (ვაკასო 53), ბრუნო, კასორლა (კანი 65), ნილმარი, როსი (კიკო 76).

მწვრთნელი: ხუან გარიდო.

გაფრთხილებები: მარტი 62 - ვაკასო 90.

მსაჯი: პარადას რომერო.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 9 (4)-4 (3), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-5, ჯარიმა: 15-5.

 

ბარსელონა-ესპანიოლი 2:0 (1:0)

ბარსელონა, "კამპ ნოუ89994

ბარსელონა(4-3-3): ვალდესი, ალვეში, პიკე, მასკერანო, ფონტასი (აბიდალი 71), ბუსკეტსი, ხავი (კეიტა 89), ინიესტა, პედრო (აფელაი 84), მესი, ვილია.

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

ესპანიოლი(4-4-2): კამენი, გალან ინიგო, ამატი, როდრიგესი, ჩიკა, ვერდუ, ლოპესი (იზაიასი 77), მარკესი, კალეხონი (ალვარო 59), ივან ალონსო (ლუის გარსია 46), ოსვალდო.

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო.

გოლები: 1:0 ინიესტა (29), 2:0 პიკე (48).

გაფრთხილებები: პედრო 63 - ლუის გარსია 63, კამენი 63, იზაიასი 85.

მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი.

ბურთის ფლობა: 74%-26%, დარტყმა: 9 (6)-5 (2), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 14-13.

 

სარაგოსა-ოსასუნა 1:3 (1:0)

სარაგოსა, "ლა რომარედა32000

სარაგოსა(4-2-3-1): დობლასი, დიოგო (ბუტაჰარი 75), იაროშიკი, და სილვა, პარედესი, პონსიო, გაბი, ლაფიტა, ანდერ ერერა (ლოპესი 57), ბერტოლო, უჩე (ბრაულიო 75).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე.

ოსასუნა(4-2-3-1): რიკარდო, ნელსონი, სერხიო, ლოლო, მონრეალი, პუნალი, ნეკუნამი, დამია (ვადოში 55), კამუნიასი (კალეხა 85), სეხუდო (ხოსეჩო 82), სოლა.

მწვრთნელი: ხოსე მენდილიბარი.

გოლები: 1:0 ლაფიტა (15), 1:1 კამუნიასი (62), 1:2 სერხიო (70), 1:3 სოლა (81).

გაფრთხილებები: პარედესი 23 - ნეკუნამი 71.

მსაჯი: იტურალდე გონსალესი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15 (8)-9 (3), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 0-6, ჯარიმა: 10-17.

 

#გუნდი
1.ბარსელონა35294291:1991
2.რეალი35265487:3183
3.ვალენსია35206960:4266
4.ვილიარეალი351871053:4061








ბომბარდირები

რონალდუ („რეალი") – 33, მესი („ბარსელონა") – 31, ვილია(„ბარსელონა"),როსი („ვილიარეალი") – 18, აგუერო („ატლეტიკო"),ლორენტე(„ბილბაო")– 17, სოლდადო („ვალენსია") – 16, ნეგრედო („სევილია") – 15, რონდონი („მალაგა") – 14, პედრო („ბარსელონა") - 13.

 

შემდეგი ტური

10 მაისი

დეპორტივო-ბილბაო; მალაგა-ხიხონი; რასინგი-ატლეტიკო; რეალი-ხეტაფე.

11 მაისი

ალმერია-ვილიარეალი; სოსიედადი-სარაგოსა; ლევანტე-ბარსელონა; ესპანიოლი-ვალენსია; ერკულესი-მალიორკა; ოსასუნა-სევილია

ნანახია: 787 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz