პარასკევი, 2024-04-26, 11:33 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მაისი » 31 » დარიო სრნა: “ჩვენ ქართველებზე უკეთესები ვართ”
11:58 PM
დარიო სრნა: “ჩვენ ქართველებზე უკეთესები ვართ”
სრნა "პოლიუდზე” წარუმატებლობებისთვის
 წერტილის დასმას ქართველებთან აპირებს


დარიო სრნასა აზრით, ხორვატიას საქართველოზე უკეთესი ნაკრები ჰყავს და ასეთი შემადგენლობით, თემურ ქეცბაიას გუნდთან ზედიზედ მეორედ წაფორხილების უფლება არ აქვს.
"ფიზიკურად დაღლილი არ ვარ, მაგრამ გარკვეული დოზით ფსიქოლოგიურ წნეხს ვგრძნობ, რადგან წინ ძალზე მნიშვნელოვანი თამაში გველის. საქართველოში ჰგონიათ, რომ შეუძლიათ მეორედაც გაგვაოცონ და თუ ეს მოხდება, მაშინ შემდეგ ეტაპზე გასვლას არ ვიმსახურებთ. ასეთი შემადგენლობით ხორვატიას ზედიზედ ორი შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. გვსურს, რომ "პოლიუდზე” ხორვატიის წარუმატებელ გამოსვლას წერტილი დაესვას (არსებობის ისტორიაში ხორვატიის ეროვნულ გუნდს "პოლიუდზე” არ მოუგია, რედ.). სტადიონი სავსე იქნება და გულშემატკივრების მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე კარგად მე ვიცი, თუ რას ნიშნავს ამ სტადიონზე თამაში. თუმცა, დაცვაზეც უნდა ვიფიქროთ, რათა მეტოქის კონტრშეტევა არ გამოგვეპაროს. გუნდს გამარჯვებისა და სამი ქულის აღების უდიდესი სურვილი აქვს. ჩვენ ქართველებზე უკეთესები ვართ. თუკი ჩვენი გაოცება მართლაც ძალუძთ, ეს მოედანზე უნდა დაამტკიცონ”, – იუწყება ხორვატიის ეროვნული გუნდის კაპიტნის მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამ სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა cronews-ი.
გარდა ამისა, სრნამ აღნიშნა, რომ ნაკრებში გამოძახებული დრაგო გაბრიჩის ტრაგედია, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება, მომავალი გამარჯვებისთვის დამატებითი მოტივაციაა.
 "გამარჯვებისთვის 90 წუთი გვაქვს. თუ ვითამაშებ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშობლიურ ქალაქში და მშობლიური აუდიტორიის წინ გავიმარჯვოთ”, – განაცხადა 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა, რომელიც წარმოშობით სპლიტიდანაა, ხოლო გასულ სეზონში "ბრიუგეში” გამოდიოდა და ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ხორვატიის საფეხბურთო ასოციაციის გენერალური მდივანი ზორისლავ სრებრიჩი, ბილეთების გასაღების პროცესით კმაყოფილია, ვინაიდან უკვე 15000 ბილეთი გაიყიდა. სრებნიჩი ელის, რომ მომავალ მატჩზე დასასწრები 30000-ვე ბილეთი გაიყიდება. მისი თქმით, სპლიტში ჩამოსვლას ნაკრების ქომაგები ხორვატიის სხვადასხვა კუთხიდან და ასევე, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან აპირებენ.


ნანახია: 842 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz