amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » მაისი » 30 » ბილიჩმა 11 შეარჩია? 8:1 და ოთხი ფორვარდი
7:42 PM ბილიჩმა 11 შეარჩია? 8:1 და ოთხი ფორვარდი |
ბილიჩმა ოპტიმალურ თერთმეტეულში ოთხი ფორვარდი დააყენა
ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა, სპლიტთან ახლომდებარე ქალაქ ბრაჩში ტესტ-მატჩი გამართა ადგილობრივ გუნდთან და 8:1 იმარჯვა. index.hr-ის ცნობით, ბალკანელთა თავკაცმა პირველ ტაიმში ის შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც, სავარაუდოდ, სამ ივნისს, საქართველოსთან ევროშესარჩევ მატჩში ძირითადში გაამწესებს. ბილიჩის არჩეული თერთმეტეული ბრაჩელებთან ასეთი იყო: კარში რუნიე, დაცვაში მარჯვნიდან მარცხნივ – სრნა, ჩორლუკა, შიმუნიჩი, პრანიჩი; ნახევარდაცვის საყრდენად ვუკოევიჩი და მასზე ოდნავ წინ - მოდრიჩი; წინ კი შემტევი ოთხეული და დააკვირდით, ოთხივე ნომინალური ფორვარდია – მანჯუკიჩი, ედუარდო, პერიშიჩი და იელავიჩი. ოღონდ, ბილიჩნა ეს "კვარტეტი” ასე განალაგა – მანჯუკიჩი მარჯვნივ, პერიშიჩი მარცხნივ, იელავიჩი ცენტრფორვარდად და ედუარდო ოდნავ უკან, მეორე ფორვარდად. შესვენებაზე ბილიჩმა რვა ფეხბურთელი შეცვალა და ესენი ათამაშა: პლეტიკოსა, ვრშალკო, შინდელფელდი, ბარტულოვიჩი, ბადელი, ტომეჩაკი, ვუკუშიჩი, კალინიჩი. რაც შეეხება გოლებს: დუბლი შეასრულეს მანჯუკიჩმა და პერიშიჩმა, თითო გოლი კი იელავიჩმა, ედუარდომ, ჩორლუკამ და ნაკრების დებიუტანტმა ტომეჩაკმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები ზაგრების "დინამოს” ახლანდელ და ზოგიერთ ყოფილ ფეხბურთელსაც უსტვენდნენ – სპლიტის მხარეში ხორვატიის ლამის მუდმივი ჩემპიონი არ უყვართ. ყველაზე საინტერესო კი ესაა – ნუთუ, ბილიჩი ასე გარისკავს და საქართველოსთან ოთხ ნომინალურ ფორვარდს დააყენებს?
|
ნანახია: 791 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|