პარასკევი, 2024-04-26, 11:19 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მაისი » 30 » “ბარსელონა”-“მანჩესტერი” – საინტერესო ფაქტები
0:18 AM
“ბარსელონა”-“მანჩესტერი” – საინტერესო ფაქტები

28 მაისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რამდენიმე ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება. გთავაზობთ ამ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.
•    ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიპოვა ერთპიროვნული ბომბარდირის წოდება. აქამდე, ზედიზედ 3-ჯერ ბომბარდირობა გერდ მიულერმა მოახერხა, მაგრამ მესამე ჯერზე, მან საუკეთესოს წოდება ედუარდ მარკაროვთან გაიყო;
•    "მანჩესტერის” კარის აღებით, ლიონელ მესიმ გაიმეორა რუდ ვან ნისტელროის მიერ დამყარებული რეკორდი, რაც ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან დღემდე) ერთ სეზონში 12 გოლის გატანას გულისხმობს. ჩემპიონთა თასის ისტორიაში, ამაზე მეტი, 14 გოლი მხოლოდ ჟოზე ალტაფინის აქვს გატანილი;
•    2010/11 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე, მესის ანგარიშზე 53 გოლია, რაც რონალდუს მაჩვენებელთან ერთად, ესპანური ფეხბურთის რეკორდია;
•    "ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში, რომელმაც ფინალურ მატჩში, 2-ჯერ მოახერხა საჯარიმოს გარედან დარტყმით გოლის გატანა;
•    "უემბლიზე” გამართულ შეხვედაში, "ბარსელონას” მხრიდან, გოლი სამივე თავდამსხმელმა გაიტანა, ხოლო სამივე ნახევარმცველმა თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა;
•    "ბარსელონას” კარის აღებით, რუნიმ ჩემპიონთა ლიგაზე 24-ე გოლი გაიტანა, რაც პოლ სკოულზის შედეგთან ერთად, ინგლისელ ფეხბურთელებს შორის, საუკეთესო მაჩვენებელია;
•    "ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროტურნირებზე 900 გოლის გატანა მოახერხა;
•    ლიონელ მესიმ პირველად მოახერხა ინგლისში გამართულ მატჩში გატანა, ხოლო უეინ რუნიმ პირველად აიღო ესპანური კლუბის კარი;
•    ევროტურნირების ფინალში, "ბარსელონა” ინგლისურ კლუბს მეშვიდედ შეხვდა და კატალონიელებმა მეექვსედ მოიგეს;
•    მოგებული ჩემპიონთა თასების რაოდენობით, ესპანეთმა იტალიას გადაასწრო და პირველი ადგილი დაიბრუნა. ამჟამად, ესპანელებს 13 თასი აქვს მოგებული, იტალიელებს კი – 12;
•    მხოლოდ პირველ ტაიმში, ხავიმ 79 გადაცემა გააკეთა, რაც 58 პასით მეტია "მანჩესტერელთა” მხრიდან ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ფეხბურთელის მაჩვენებელზე;
•    "ბარსელონა” გახდა მე-3 გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში, ერთი და იგივე გუნდს მეორედ სძლია. აქამდე, "რეალს” "რეიმსი”, ხოლო "მილანს” "ბენფიკა” ჰყავდათ ორ-ორჯერ დამარცხებული.
ნანახია: 872 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz